ძირითადი მასალა
ალგებრა (ყველა მასალა)
კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 1
გაკვეთილი 5: ალგებრული გამოსახულებების ჩაწერა, შესავალი- დაწერეთ უმარტივესი ცვლადიანი გამოსახულებები
- დაწერეთ უმარტივესი ცვლადიანი გამოსახულებები
- დაწერეთ უმარტივესი ცვლადიანი გამოსახულებები
- განტოლებების ჩაწერა ცვლადების საშუალებით
- განტოლებების ჩაწერა ცვლადების საშუალებით
- ცვლადებისა და ფრჩხილების შემცველი გამოსახულების ჩაწერა
- გამოსახულებების ჩაწერა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
გამოსახულებების ჩაწერა
ისწავლეთ ალგებრული გამოსახულებების დაწერა ამოცანების მიხედვით.
რაში გვჭირდება მათემატიკა, თუკი რაღაცების დახასიათება სიტყვებით შეგვიძლია?
ზოგკერ მათემატიკაში გამოსახულებას აღვწერთ წინადადებით. მაგალითად, ეს წიანდადება
„5–ზე 2–ით მეტი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც გამოსახულება
2, plus, 5.
მსგავსად, როცა სიტყვებით აღვწერთ გამოსახულებას, რომელიც ცვლადს შეიცავს, ჩვენ აღვწერთ ალგებრულ გამოსახულებას (ცვლადიან გამოსახულებას).
მაგალითად,
"x-ზე 3–ით მეტი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც ალგებრული გამოსახულება
x, plus, 3.
მაგრამ რატომ? რად გვინდა მათემატიკა, თუკი ბევრი რამის აღწერა და დახასიათება სიტყვებით შეგვიძლია? საქმე ისაა, რომ მათემატიკა უფრო ზუსტია და მასთან მუშაობა უფრო ადვილია. რაც უფრო საფუძვლიანად შევისწავლით ალგებრას, მით უფრო ხშირად უნდა დაუსვათ თქვენ თავს ეს კითხვა.
მიმატების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის იდეების სხვადასხვა სიტყვებით გამოხატვა
აი, ამ ცხრილში წარმოდგენილია თითოეული მოქმედების აღმნიშვნელი ხშირად გამოყენებული სიტყვები:
მოქმედება | სიტყვები | ალგებრული გამოსახულების მაგალითი |
---|---|---|
შეკრება | დამატებული, ჯამი, მეტი, ვიდრე, გაიზარდა | x, plus, 3 |
გამოკლება | გამოკლებული, მინუს, სხვაობა, ნაკლები, შემცირდა | p, minus, 6 |
გამრავლება | -ჯერ, ნამრავლი | 8, k |
გაყოფა | გაყოფილი, განაყოფი | a, divided by, 9 |
მაგალითად, სიტყვა „ნამრავლი" გვეუბნება, რომ უნდა გამოვიყენოთ გამრავლება. ანუ, წინადადება
"8–ისა და k–ს ნამრავლი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც
8, k.
მოდით, უფრო რთული მაგალითი გავარჩიოთ
დაწერეთ გამოსახულება „m შემცირებული 7-ით".
დააკვირდით, რომ ფრაზა „შემცირდა ...-ით", გვეუბნება, რომ გამოკლება უნდა გამოვიყენოთ.
ანუ, გამოსახულება არის m, minus, 7.
ვცადოთ რამდენიმე სავარჯიშო!
მარტივი გამოსახულებები
უფრო რთული გამოსახულებები
ამოცანები
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.