If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 1

გაკვეთილი 5: ალგებრული გამოსახულებების ჩაწერა, შესავალი

დაწერეთ უმარტივესი ცვლადიანი გამოსახულებები

ისწავლეთ ისეთი ფრაზების გამოსახულების სახით ჩაწერა, როგორიცაა "3 მეტია x-ზე."

რაში გვჭირდება მათემატიკა, თუკი რაღაცების დახასიათება სიტყვებით შეგვიძლია?

ალგებრული გამოსახულებები მოსახერხებელია, რადგან ისინი გამოსახულების მნიშვნელობას წარმოადგენს ცვლადის ნებისმიერი შესაძლო მნიშვნელობისთვის.
ხანდახან, მათემატიკაში, გამოსახულების აღწერა (გამოხატვა დახასიათება) სიტყვებითაც შეგვიძლია. მაგალითად, ფრაზა
"ხუთზე ორით მეტი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც გამოსახულება
5+2.
ამგვარად, როცა სიტყვებით აღვწერთ ცვლადის შემცველ გამოსახულებას, ჩვენ აღვწერთ ალგებრულ გამოსახულებას, გამოსახულებას ცვლადით.
მაგალითად,
"x-ზე სამით მეტი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც ალგებრული გამოსახულება
x+3.
მაგრამ რატომ? რად გვინდა მათემატიკა, თუკი ბევრი რამის აღწერა და დახასიათება სიტყვებით შეგვიძლია? საქმე ისაა, რომ მათემატიკა უფრო ზუსტია და მასთან მუშაობა უფრო ადვილია. რაც უფრო საფუძვლიანად შევისწავლით ალგებრას, მით უფრო ხშირად უნდა დაუსვათ თქვენ თავს ეს კითხვა.

მიმატების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის იდეების სხვადასხვა სიტყვებით გამოხატვა

აი, ამ ცხრილში წარმოდგენილია თითოეული მოქმედების აღმნიშვნელი ხშირად გამოყენებული სიტყვები:
მოქმედებასიტყვებიალგებრული გამოსახულების მაგალითი
შეკრებამიმატება, პლუს, ჯამი, ...-ით მეტი, გაიზარდა ..-ითx+3
გამოკლებაგამოაკლდა, მინუს, სხვაობა, ...-ით ნაკლები, შემცირდა ...-ითp6
გამრავლებაგამრავლებული, ...-ჯერ, ნამრავლი8k
გაყოფაგაყოფილი, განაყოფიa÷9
მაგალითად, სიტყვა ნამრავლი გვეუბნება, რომ გამოვიყენოთ გამრავლება. შესაბამისად, ფრაზა
"რვისა და k-ს ნამრავლი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც
8k.

მოდით, უფრო რთული მაგალითი გავარჩიოთ

დაწერეთ გამოსახულება წინადადებისათვის: „m შემცირდა 7-ით".
დააკვირდით, რომ ფრაზა „შემცირდა ...-ით", გვეუბნება, რომ გამოკლება უნდა გამოვიყენოთ.
ესე იგი, გამოსახულება იქნება m7.

ვცადოთ რამდენიმე სავარჯიშო!

შეკითხვა 1
დაწერეთ გამოსახულება შემდეგი ფრაზისათვის: „შვიდზე y-ით მეტი".

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.