ძირითადი მასალა
ალგებრა (ყველა მასალა)
კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 1
გაკვეთილი 8: დააჯგუფეთ მსგავსი წევრები- როგორ შევკრიბოთ მსგავსი წევრები
- მსგავსი წევრების შეერთება, უარყოფითი კოეფიციენტებითა და ფრჩხილების გახსნით
- განაწილების მეშვეობით მსგავსი წევრების დაჯგუფება
- განაწილების მეშვეობით მსგავსი წევრების დაჯგუფება
- შეაჯამეთ უარყოფითი ნიშნის მქონე წევრები
- შეაჯამეთ უარყოფითი ნიშნის მქონე წევრები
- მსგავსი წევრების შეერთება, უარყოფითი კოეფიციენტებითა და ფრჩხილების გახსნით
- რაციონალური რიცხვების შემცველი გამოსახულებების გამარტივება
- რაციონალური კოეფიციენტების მქონე მსგავსი წევრების შეერთება
- მსგავსი წევრების შეკრება (მიმოხილვა)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
განაწილების მეშვეობით მსგავსი წევრების დაჯგუფება
ისწავლეთ განვრცობა და გამარტივება ისეთი გამოსახულების, როგორიცაა 3(5x+6) + (7x+2)*4.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოცემული მაქვს: სამი გამრავლებული მთლიანად ამ გამოსახულებაზე - ხუთ x-ს
დამატებული ექვსი, და დამატებული გამოსახულება
7x-ს დამატებული ორი, და მთლიანად ეს გამრავლებული ოთხზე. მოგიწოდებთ, დააპაუზოთ ვიდეო და სცადოთ,
დამოუკიდებლად გაამარტივოთ ეს გამოსახულება. მინიშნებას მოგცემთ: მოგიწევთ
ფრჩხილების გახსნა და მსგავსი წევრების შეერთება. ჩავთვლი, რომ უკვე სცადეთ,
ახლა კი ერთად გავაკეთოთ. როგორც ვახსენე, როცა ვხედავ ასეთ რაღაცას: სამი ამრავლებული მთლიანად
ამ გამოსახულებაზე, ეს სამი უნდა გადავანაწილოთ. ამისთვის სამი უნდა გავამრავლო 5x-ზე და შემდეგ სამი გავამრავლო ექვსზე. ესე იგი, სამჯერ 5x... აქამდე
მქონდა 5x, ახლა სამჯერე მეტი მაქვს, ანუ, ახლა მაქვს სულ 15x. შემდეგ, სამჯერ ექვსი არის 18. ანუ, ამოსახულების ეს
ნაწილი უკვე გავამარტივეთ და მივიღეთ 15x-ს დამატებული თვრამეტი. ახლა შემდეგი ნაწილი გავაკეთოთ. აქ ეს უფრო დიდი გამოსახულება მიწერია
ოთხის წინ, მაგრამ აქაც იგივე უნდა გავაკეთო. უნდა გადავანაწილოთ ეს ოთხი. გამრავლების დროს, მნიშვნელობა არ აქვს რიცხვი მარჯვენა მხარეს
მექნება თუ მარცხენა მხარეს. ამიტომ, ფრჩხილებს შიგნით შევიტანოთ ეს ოთხი. ოთხი უნდა გავამრავლო 7x-ზე და ორზე. ოთხჯერ შვიდი x იქნება 28x, დამატებული 28x, და ოთხი მაგრავლებული ორზე იქნება რვა. თითქმის მოვრჩით, ჩვენი გამოსახლების
ეს ნაწილი გამარტივდა და მივიღეთ 28x-ს დამატებული რვა და ახლა შეგვიძლია
შევაერთოთ მსგავსი წევრები. გვაქვს 15x და მას უნდა დავუმატოთ 28x. მოდით, ამას სხვა ფერით დავწერ. თუ მაქვს 15 რაღაც და უნდა
დავუმატო კიდევ 28 იგივე რაღაც, მექნება 43x. 15x-ს დამატებული 28x,
კოეფიციენტები შევკრიბე, ეს 43 x-ის ტოლია. შემდეგ, 18-ს დამატებული რვა... მოდით, ამასაც ახალი ფერით დავწერ, 18-ს დამატებული რვა არის 26. დავასრულეთ! ეს გრძელი
გამოსახულება გავამარტივეთ. ჯერ ფჩხილები გავხსენით,
შემდეგ მსგავსი წევრები შევაერთეთ და მივიღეთ 43x-ს დამატებული 26.