ძირითადი მასალა
ალგებრა (ყველა მასალა)
კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 1
გაკვეთილი 4: ამოცანები გამოსახულებების ამოხსნაზე- ამოცანები ცვლადიანი განტოლებების ამოხსნაზე
- ცვლადიანი გამოსახულებების ამოხსნა: ტემპერატურა
- ამოცანები ცვლადიანი განტოლებების ამოხსნაზე
- ცვლადებიანი გამოსახულებების ამოხსნა: კუბები
- ცვლადიანი გამოსახულებების ამოხსნა: ხარისხის მაჩვენებლები
- გამოსახულებების ამოხსნა (მიმოხილვა)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ცვლადიანი გამოსახულებების ამოხსნა: ტემპერატურა
ამ მაგალითში გვაქვს ტემპერატურის ცელსიუსიდან ფარენჰაიტზე გადაყვანის ფორმულა. მოდი, ცვლადი შევცვალოთ მნიშვნელობით (ტემპერატურა ცელსიუსში) რომ მივიღოთ ტემპერატურა ფარენჰაიტში. ჩვენთან ერთად სავარჯიშოდ შესანიშნავი ამოცანაა! შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ფარენჰეიტის ფორმულის გამოყენებით 25გრადუსი
ცელსიუსი გადაიყვანეთ ფარენჰეიტებში. ფარენჰეიტის ფორმულაა: F=9/5C+32,
მოცემულია, რომ გვაქვს 25 გრადუსი ცელსიუსი. ჩავსვათ ეს C-ს მაგივრად და ტემპერატურას
მივიღებთ ფარენჰეიტებში. მივიღეთ რომ F=9/5– С-ს ნაცვად ჩავსვათ 25, F უდრის 9/5–ჯერ 25
პლუს 32. ახლა შეგვიძლია გავამარტივოთ სანამ 25-ზე გადავამრავლებთ. დაიმახსოვრეთ,
ეს იგივეა, რაც 9/5 გამრავლებული 25/1-ზე. შეგვიძლია გავყოთ საბოლოო პროდუქტის
მრიცხველი და მნიშვნელი ხუთზე. თუ 25-ს გავყოფთ ხუთზე მივიღებთ ხუთს.
თუ ხუთს გავყოფთ ხუთზე მივიღებთ ერთს. გვრჩება: ცხრაჯერ ხუთს პლუს 32.
ტემპერატურა ფარენჰეიტებში იქნება: ცხრაჯერ ხუთი არის 45 პლუს 32 გრადუსი, ეს უდრის 77-ს. ამგვარად
გვაქვს 77 გრადუსი ფარენჰეიტი.