If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 2

გაკვეთილი 14: ერთ ნაბიჯად ამოხსნადი უტოლობა

წრფივი უტოლობების ამოხსნა და გრაფიკის აგება

შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვთხოვენ ავსახოთ უტოლობა y მეტია ხუთზე რიცხვით წრფესა და საკოორდინატო სიბრტყეზე. ჯერ რიცხვით წრფეზე ავსახოთ. დავხაზავ რიცხვით წრფეს. ეს არის რიცხვითი წრფე, y-ის ყველა შესაძლო მნიშვნელობა. აღვნიშნოთ ნული რიცხვით წრფეზე. შეგვეძლო აგვეღო უარყოფითი რიცხვები, მაგრამ y მეტია ხუთზე, ასე რომ, დადებითებს დავწერ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და ა.შ. ეს რიცხვითი წრფე წარმოგვიდგენს y-ს, y არის ხუთზე მეტი და არა მეტი ან ტოლი. y–ის შესაძლო მნიშვნელობებში ხუთი არ შედის. უნდა დავხაზოთ ცარიელი წრე ხუთთან, სხვა მნიშვნელობები კი, რომლებიც ხუთზე მეტია, შედის Y–ის მნიშვნელობებში. მეტი ან ტოლის შემთხვევაში წრე შევსებული იქნებოდა, აქ კი მხოლოდ მეტობაა. ეს უტოლობა წარმოვადგინეთ რიცხვით წრფეზე. მოდით იგივე გავაკეთოთ საკოორდინატოო სიბრტყეზე. დავხაზავ საკოორდინატო სიბრტყეს. სტანდარტული სახით დავხაზავ. ეს არის y-ღერძი. ჰორიზონტალური ღერძი იქნება x-ღერძი. დავიტან y-ის რამდენიმე მნიშვნელობას, y-ის დადებით მნიშნელობებს. 1, 2, 3, 4, 5. ეს არის ხუთი, შემდეგ იქნება შვიდი და რვა, შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ. ჩვენ გვინდა ხუთზეზე მეტი, და არა მეტი ან ტოლი ხუთის. y–ის მნიშვნელობებში ხუთი არ იქნება. ხუთთან, ანუ სადაც y უდრის ხუთს, წყვეტილ ხაზს დავხაზავ. ეს გვიჩვენებს, რომ y უდრის ხუთს არა შედის ჩვენ ამონახსნებში. ჩვენ გვინდა ყველა მნიშვნელობა, რომელიც მეტია ხუთზე. ანუ ეს იქნება გამუქებული. ყველა მნიშვნელობა, რომელიც მეტია ხუთზე, გამუქებულია. მეტი ან ტოლი რომ ყოფილიყო, გამუქებული ხაზით გვექნებოდა დახაზული ეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენია x, არ აქვს მნიშვნელობა x–ის მდებარეობას, y უნდა იყოს ხუთზე მეტი.