ძირითადი მასალა
ალგებრა (ყველა მასალა)
კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 2
გაკვეთილი 12: ძველი სკოლის განტოლებები სალთან ერთადცვლადის პოვნა განტოლებაში
სალი P=2I+2w განტოლებაში პოულობს I ცვლადს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ამოვსხნათ p უდრის 2l–ს პლუს 2w
l-სთვის. ეს არის მართკუთხედის პერიმეტრის ფორმულა. პერიმეტრი უდრის ორჯერ სიგრძეს პლუს
ორჯერ სიგანე. უნდათ, რომ ამოვხსნათ განტოლება, და ვიპოვოთ l, მოდით გავაკეთოთ ეს. გვაქვს p უდრის ორჯერ l–ს
პლუს ორჯერ w. ვიპოვოთ l. მოდით გამოვყოთ l-იანი
ყველა პირობა ერთ მხარეს, შეგვიძლია დავტოვოთ ეს მარჯვენა მხარეს, და მოვიშოროთ 2w,
საუკეთესო გზა 2w-ის მოსაშორებლად არის,
რომ გამოვაკლოთ მარჯვენა მხარეს თუ გამოაკლებთ მარჯვენა მხარეს, უნდა გამოაკლოთ ეს მარცხენა მხარესაც. რათა შეინარჩუნოთ ტოლობა, მარცხენა მხარესაც უნდა გამოაკლოთ. მარცხენა მხარე გახდება p-ს მინუს
2w, მარჯვენა მხარეს მიიღებთ, 2w–ს მინუს 2w, დაგვრჩება 2l.
თუ გინდათ იპოვოთ l, უნდა გაყოთ განტოლების
ორივე მხარე ორზე. თუ გაყოფთ განტოლების ორივე მხარეს ორზე და l ცალკე გამოყოფილი გვექნება, მივიღებთ l უდრის p–ს მინუს 2w
შეფარდებული ორთან. დავწეროთ ასე დავწეროთ: შეგვიძლია დავწეროთ l უდრის
p–ს მინუს 2w შეფარდებული ორთან. გავაკეთეთ რასაც გვთხოვდნენ.