If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 2

გაკვეთილი 9: წრფივი განტოლებების ამონახსნების რაოდენობის ანალიზი

დამუშავებული მაგალითი: განტოლების ამონახსნთა სიმრავლე

სალი ხსნის შემდეგ განტოლებას: 8(3x + 10) = 28x - 14 - 4x და არკვევს, რომ მას ამონახსნი არ აქვს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გაიგეთ x: გვაქვს რვაჯერ სამი x–ს პლუს ათი უდრის 28x მინუს 14 მინუს ოთხი x. როგორც აქამდე გაგვიკეთბია ყველა განტოლება გვინდა რომ x-ები განვაცალკევოთ განტოლების ერთ მხარეს. სანამ ამას გავაკეთებდეთ, შეგვიძლია თითოეული მხარე გავამარტივოთ. მარცხენა მხარე: გადავამრავლოთ რვაჯერ სამი x პლუს ათზე. გადამრავლება ხდება აი აქ. ეს იგივე, რაც რვაჯერ სამი x ანუ 24x დამატებული რვაჯერ ათი, რაც 80-ია აქ გვაქვს 28x-ს მინუს 14–ს მინუს ოთხი x. ანუ შეგვიძლია 28x-ის და ოთხი x-ს შერევა. 28x მინუს ოთხი x უდრის 24x-ს. და აი აქ გაქვთ მინუს 14. შემდეგ გავაკეთოთ: უკვე ცოტა საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ იმისთვის რომ დავამტკიცოთ მისი საეჭვოობა, გამოვაკლოთ 24x განტოლების ორივე მხარეს. და ამის გაკეთებით, ვხვდებით, რომ ორივე მხარეს მოვაშორეთ x-ები. რადგან გვაქვს 24x აქ და გვაქვს 24x აქ. ალბათ იტყვით: ყველა x მარცხნივ გადავიტანოთ ანუ მოვიშოროთ ეს 24x, ანუ აკლებ 24x-ს აი აქ მაგრამ ეს მარცხენა მხარეზეც უნდა გავაკეთოთ. და დაგვრჩება: მარცხენა მხარეს ესენი ბათილდება დაგრჩებათ, რომ 80 უდრის, უდრის-- ეს წევრებიც ბათილდება-- უდრის მინუს 14-ს. ძალიან უცნაურად გამოიყურება. გვაქვს ასეთი დებულება, რომ 80 უდრის მინუს 14-ს, რაც ვიცით, რომ არ არის მართალი. არასდროს ხდება ასე 80 არასდროს უდრის მინუს14-ს, ისინი არსებითად არ არიან ტოლი. ანუ ამ განტოლებას არ აქვს ამონახსენი. ამას არ აქვს ამონახსენი. არ არსებობს x-ის ისეთი მნიშვნელობა, რომ 80 გაუტოლოს მინუს 14-ს.