If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მიმდევრობით მოცემული მთელი რიცხვების ჯამი

სალი ხსნის შემდეგ ამოცანას: 4 თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვის ჯამია 136. რას უდრის ეს რიცხვები? შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

4 თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვის ჯამი არის 136. რა არის ოთხი მთელი რიცხვი? სანამ ვცდით ამ პრობლემის გადაჭრას, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს თანმიმდევრობითი კენტი მთელი რიცხვი, რას უნდა ნიშნავდეს ოთხი თანმიმდევრობითი კენტი მთელი რიცხვი? შეგვიძლია, დავიწყოთ, ვთქვათ, გვაქვს 3. შემდეგი კენტი მთელი რიცხვი-- გვინდა თანმიმდევრობითი კენტი მთელი რიცხვი, ანუ, გვინდა შემდეგი თანმიმდევრობითი კენტი მთელი რიცხვი-- იქნება 5. ამის შემდეგი იქნება 7, და შემდეგი იქნება 9. ესენია თანმიმდევრობითი კენტი მთელი რიცხვები. შემდეგი მაგალითი-- შეგვიძლია, დავიწყოთ 11-ით. შემდეგი კენტი მთელი რიცხვი არის 13. შემდეგი არის 15. შემდეგი არის 17. არათანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვების მაგალითი, თუ ვინმე გადავა პირდაპირ 3-დან 7-ზე, ესენია არათანმიმდევრული. შემდეგი კენტი მთელი რიცხვი 3-ის შემდეგ არის 5, არა 7. ეს არის თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვების მაგალითი. ესენი არ არიან თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვები. ამათ მიხედვით, ვცადოთ, ვუპასუხოთ შეკითხვას. გირჩევთ, შეეჩეროთ ეს ვიდეო და ცადოთ, თქვენით უპასუხოთ ამას, სანამ გავაგრძელებ. წარმოიდგინეთ, მცირე ალგებრა დაგვეხმარება აქ. მოდით x იყოს ამ ოთხიდან ყველაზე მცირეს ტოლი. თუ x არის ოთხი თანმიმდევრული კენტი რიცხვიდან ყველაზე მცირე, როგორ გამოვსახოთ დანარჩენი სამი x-ის მიხედვით? გამოვიყენებთ აი, ამ მაგალითებს. თუ ეს არის x, მაშინ როგორ გამოვსახავთ ამას x-ის მიხედვით? ეს იქნება x-ს დამატებული 2. შემდეგი კენტრი მთელი რიცხვი იქნება წინა კენტ მთელ რიცხვს დამატებული 2. ფაქტობრივად მომდევნო რიცხვს გამოტოვებთ, რომელიც ლუწი იქნება. ანუ, თუ დაუმატებთ 1-ს, მიიღებთ ლუწ რიცხვს, ამიტომ, უნდა დაამატოთ 2, რომ მიიღოთ კენტი. თუ დაუმატებთ ისევ 2-ს, თუ დაუმატებთ 2-ს, x-ს დამატებულ 2-ს, მიიღებთ x-ს დამატებულ 4-ს. ამას დაუმატეთ 2. მიიღებთ x-ს დამატებულ 6-ს. და თქვენ ამას ხედავთ აი, აქ. თუ ეს იქნება x, ეს იქნება x-ს დამატებული 2. ეს არის x-ს დამატებული 4, და ეს არის x-ს დამატებული 6. მოკლედ, ზოგადად, თუ x არის ყველაზე მცირე მთელი რიცხვი, შეგვიძლია, განვსაზღვროთ სხვა სამი, როგორც x-ს დამატებული 2, x-ს დამატებული 4 და x-ს დამატებული 6. ავიღოთ მათი ჯამი და გავუტოლოთ 136-ს და შემდეგ ვიპოვოთ x. ყველაზე მცირე არის x. შემდეგი მცირე რიცხვი იქნება x-ს დამატებული 2. ამის შემდეგი იქნება x-ს დამატებული 4, და კიდევ ამის შემდეგი იქნება x-ს დამატებული 6. ანუ, ეს არის ოთხი თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვის ჯამი. და გვეუბნებიან, რომ ეს იქნება 136-ის ტოლი. ეს ტოლია 136-ის. ახლა პირდაპირ შეგვიძლია x-ის პოვნა. გვაქვს ეს ერთი უცნობი აქ. შევკრიბოთ ეს x წევრები. გვაქვს ერთი x, ორი x, სამი x, ოთხი x. შეგვიძლია, ეს პირდაპირ ჩავწეროთ, როგორც 4x. და შემდეგ გვაქვს 2-ს დამატებული 4, რაც არის 6, დამატებული კიდევ 6 არის 12. 4x-ს დამატებული 12 ტოლია 136-ის. რომ ვიპოვოთ x, კარგია, დავიწყოთ x წევრების გამოყოფა განტოლების ერთ მხარეს ან ვცადოთ 12-ის მოშორება. 12 რომ მოვიშოროთ, დაგვჭირდება გამოვაკლოთ 12 ხელ-მარცხნივ მხარეს. არ შეგვიძლია მხოლოდ მარცხენა მხარეს გავაკეთოთ. მაშინ ეს ტოლობა არ შენარჩუნდება. თუ ეს ორი რაღაც ტოლი იყო 12-ის გამოკლებამდე, თუ გვინდა რომ ისევ ტოლები იყვნენ, თუ გვინდა, რომ მარცხენა და მარჯვენა ტოლი დარჩეს, უნდა გამოვაკლოთ 12 ორივე მხარეს. 12-ის ორივე მხარეს გამოკლება გვაძლევს, ხელ-მარცხნივ მხარეს, დაგვრჩება 4x. და ხელ-მარჯვნივ მხარეს, დაგვრჩა 136-ს გამოკლებული 12 არის 124. სწორად გავაკეთე? კი, 124. მოკლედ, რა არის x? ჩვენ ორივე მხარე გავყავით 4-ზე, რომ გვეპოვა x. და მივიღეთ x-- იგივე ფერით გავაკეთებ, თავდაპირველი ფერით-- x ტოლია 124 გაყოფილი 4-ზე. ვნახოთ. 100 გაყოფილი 4-ზე არის 25. 24 გაყოფილი 4-ზე არის 6. 25-ს დამატებული 6 არის 31. და თუ არ მოგწონთ ამის გონებაში დაანგარიშება, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ტრადიციულ გრძელ გაყოფას მიმართოთ. მოთავსდება 124-ში -- 4 არ მოთავსდება 1-ში. 4 მოთავსდება 12-ში სამჯერ. 3-ჯერ 4 არის 12. გამოაკლებთ, ჩამოიტანთ შემდეგ 4-ს. 4 მოთავსდება 4-ში ერთჯერ. არ გაქვთ ნაში. გამოდის, რომ x ტოლია 31-ის. x არის ოთხი მთელი რიცხვიდან ყველაზე მცირე. ანუ, ეს აი, აქ, x არის 31. x-ს დამატებული 2 იქნება 33. x-ს დამატებული 4 იქნება 35. და x-ს დამატებული 6 იქნება 37. მოკლედ, ჩვენი ოთხი თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვები არიან 31, 33, 35 და 37.