If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:10

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს ორი უტოლობა, პირველი: x-ს პლიუს ორი ნაკლებია ან ტოლი ორი x-ის. მეორე: სამ x-ს პლუს ოთხი მეტია ხუთ x-ზე. აქ არის მოცემული ოთხი რიცხვი და მინდა, შევამოწმოთ, x-ის მაგივრად რომელიმეს ჩასმა დააკამყოფილებს თუ არა რომელიმე უტოლობას, ჯერ თქვენით სცადეთ. დავიწყოთ გაკეთება. ჯერ ვცადოთ ნულის ჩასმა ამ უტოლობაში. x-ის მაგივრად ჩავსვათ ნული ნულს პლუს ორი უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი ორჯერ ნულის ჭეშმარიტია ეს? შევკრიბოთ, ორი უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი ნულზე ეს სწორია? ორი ნაკლები ან ტოლია ნულზე? ცხადია, არასწორია, ორი ნულზე მეტია ეს არ იქნება სწორი, ნული უტოლობას არ აკმაყოფილებს, მეორე უტოლობა ვცადოთ. სამჯერ ნულს პლუს ოთხი უნდა იყოს მეტი ხუთჯერ ნულზე სამჯერ ნულიც და ხუთჯერ ნულიც ნულია ანუ, ოთხი უნდა იყოს ნულზე მეტი ეს კი ჭეშმარიტია, ანუ, ნული ამ უტოლობას აკმაყოფილებს გადავიდეთ ერთზე. ერთს პლუს ორი უნდა იყოს ტოლი ან ნაკლები ორზე ერთს პლუს ორი სამია, არის თუ არა სამი ნაკლები ან ტოლი ორზე? არა, სამი ორზე მეტია, ანუ ერთი ამ უტოლობას არ აკმაყოფილებს გადავიდეთ მარჯვენაზე, სამჯერ ერთს პლუს ოთხი უნდა იყოს მეტი ხუთჯერ ერთზე სამჯერ ერთი სამია, ანუ, შვიდი უნდა იყოს ხუთზე მეტი ეს ჭეშმარიტია, ანუ, ნულიც და ერთიც აკმაყოფილებენ მარჯვენა უტოლობას თუმცა მარცხენას არა გადავიდეთ ორზე ორს პლუს ორი უნდა იყოს ნაკლები ან ტოლი ორჯერ ორზე ოთხი უნდა იყოს ოთხზე ნაკლები ან ტოლი. ეს კი ჭეშმარიტია, რადგან ოთხი ოთხს უდრის ანუ, ორი ამ უტოლობას აკმაყოფილებს გადავიდეთ მარჯვენაზე სამჯერ ორს პლუს ოთხი უნდა იყოს მეტი, ვიდრე ხუთჯერ ორი სამჯერ ორი ექვსია, ანუ, 10 უნდა იყოს 10-ზე მეტი 10 უდრის 10-ს, ის მასზე მეტი არ არის, ამიტომ, ორი არ აკმაყოფილებს ამ უტოლობას მეტობის მაგივრად მეტობა ან ტოლობა რომ ყოფილიყო, მაშინ დააკმაყოფილებდა, თუმცა ასე არ არის, 10 კი 10-ზე მეტი არ არის ამიტომ, ორი მარცხენას აკმაყოფილებს, თუმცა მარჯვენას არა გადავიდეთ ხუთზე, ხუთს პლუს ორი ნაკლებია ან ტოლი ორჯერ ხუთზე x-ის მაგივრად ვწერთ ხუთს ყველგან შვიდი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს 10-ზე, ეს კი ჭეშმარიტია შვიდი 10-ზე ნაკლებია, ანუ, ხუთი ამ უტოლობას აკმაყოფილებს ხედავთ, რომ უტოლობას შეიძლება ბევრი რიცხვი აკმაყოფილებდეს ისიც შეიძლება, რომ არცერთი არ აკმაყოფილებდეს ამ რიცხვებზე ვამოწმებთ, მარცხენა პირველმა ორმა არ დააკმაყოფილა, დანარჩენმა ორმა კი პირიქით, დააკმაყოფილა მარჯვენა ნულმა და ერთმა დააკამყოფილა, ორმა კი - არა ვცადოთ ხუთი, სამჯერ ხუთს პლუს ოთხი მეტია ხუთჯერ ხუთზე სამჯერ ხუთი 15-ია, პლუს ოთხი კი - 19 19 უნდა იყოს 25-ზე მეტი ეს კი არ არის ჭეშმარიტი, ანუ, ხუთი არ აკმაყოფილებს ამ უტოლობას