If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 8

გაკვეთილი 1: მოდულიანი ფუნქციების გრაფიკების აგება

მოდულების გრაფიკების მიმოხილვა

მოდულიანი ფუნქციის ზოგადი ფორმაა f(x)=a|x-h|+k. ამ ფორმის გამოყენებით გრაფიკების აგება შეგვიძლია. ეს გაკვეთილი მიმოიხილავს მოდულიანი ფუნქციების გრაფიკების აგებას.
მოდულის განტოლების ზოგადი ფორმა.
f(x)=a|xh|+k
ცვლადი a გვეუბნება, რამდენად იჭიმება გრაფიკი ვერტიკალურად, და გრაფიკი ზემოთ იხსნება, თუ ქვემოთ. ცვლადები h და k გვეუბნება, რამდენად შორს გადაადგილდება გრაფიკი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.
რამდენიმე მაგალითი:
y=|x|–ის გრაფიკი
y=3|x|–ის გრაფიკი
y=-|x|–ის გრაფიკი
y=|x+3|-2–ის გრაფიკი

მაგალითი 1

უნდა ავაგოთ გრაფიკი:
f(x)=|x1|+5
ჯერ შევადაროთ ზოგად ფორმასთან:
f(x)=a|xh|+k
a–ს მნიშვნელობა არის 1, ამიტომ, გრაფიკი იხსნება ზემოთ, დახრილობით 1 (წვეროს მარჯვნივ).
h–ის მნიშვნელობა არის 1 და k–ს მნიშვნელობა არის 5, ამიტომ, გრაფიკის წვერო გადაინაცვლებს სათავიდან 1–ით მარჯვნივ და 5–ით მაღლა.
საბოლოოდ, ეს არის y=f(x)–ის გრაფიკი:

მაგალითი 2

უნდა ავაგოთ გრაფიკი:
f(x)=2|x|+4
ჯერ შევადაროთ ზოგად ფორმასთან:
f(x)=a|xh|+k
a–ს მნიშვნელობა არის 2, ამიტომ, გრაფიკი იხსნება ქვემოთ, დახრილობით 2 (წვეროს მარჯვნივ).
h–ის მნიშვნელობა არის 0 და k–ს მნიშვნელობა არის 4, ამიტომ, გრაფიკის წვერო გადაინაცვლებს სათავიდან 4–ით მაღლა.
საბოლოოდ, ეს არის y=f(x)–ის გრაფიკი:
გინდათ, მეტი ისწავლოთ მოდულის გრაფიკების შესახებ? იხილეთ ეს ვიდეო.
გინდათ, მეტი ივარჯიშოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.