If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მოქმედებების თანმიმდევრობის მაგალითი

გაამარტივეთ რთული გამოსახულება მოქმედებათა თანმიმდევრობის გამოყენებით.  გამოსახულება შეიცავს უარყოფით რიცხვებს და ხარისხის მაჩვენებლებს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გაამარტივეთ: მინუს ერთხელ ეს გამოსახულება ფრჩხილებში: მინუს შვიდს პლუს ორჯერ სამს პლუს ორი მინუს ხუთი კვადრატში. ესაა ამოცანა მოქმედებების თანმიმდევრობაზე, გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში ფრჩხილები უნდა ამოვხსნათ. პიველ რიგში ფრჩხილები უნდა მოიხსნას, შემდეგ ხარისხები. ამ ამოცანაში ხარისხი გვაქვს, აი აქ. შემდეგ გამრავლებაზე გადავდივართ, გამრავლებაზე და გაყოფაზე და ბოლოს შეკრებაზე და გამოკლებაზე. მოდით, ამოვხსნათ ეს გამოსახულება. პირველ რიგში ფრჩხილებს მივხედოთ. ფრჩხილებში სამს პლუს ორი გვაქვს, ანუ ხუთი. გამოსახულების სხვა ნაწილებში შეგვიძლია სხვა რაღაცების კეთება ისე, რომ ფრჩხილებზე გავლენა არ მოვახდინოთ. აქ გვაქვს მინუს ხუთი კვადრატში, უფრო სწორად რაღაცას ვაკლებთ ხუთის კვადრატს. ჯერ ხარისხი უნდა გავაკეთოთ, სანამ გამოკლებაზე გადავალთ. ხუთის კვადრატი ჩავწეროთ, როგორც 25. ერთდროულად ბევრ მოქმედებას ნუ შევასრულებთ. ეს ყველაფერი გამარტივდება: მინუს ერთი და შემდეგ ფრჩხილებში გვაქვს მინუს შვიდს პლუს ორჯერ ხუთი. დავხუროთ ფრჩხილი და დავწეროთ მინუს 25. ახლა გამრავლებაზე გადავიდეთ. შეიძლება მითხრათ, ჯერ ფრჩხილებს უნდა მივხედოთ, მაგრამ ეს მარტივი ამოსახსნელია, აქ მხოლოდ მინუს შვიდი გვაქვს, რაც არაფერს ცვლის. ასე რომ უბრალოდ დავტოვოთ მინუს შვიდი. აი, ეს გამოსახულება უნდა ამოვხსნათ, სანამ რამე სხვაზე გადავალთ. ფრჩხილების გახსნაც კი შეგვიძლია, მაგრამ თანმიმდევრობას მივყვეთ. ამოვხსნათ ეს გამოსახულება. ჯერ უნდა გავამრავლოთ და მერე შევკრიბოთ. ორჯერ ხუთი გვაქვს. ორჯერ ხუთი ათია. მაშ ასე, მთლიანი გამოსახულება გახდება, ძირითადად, ასე ხშირად გამოსახულების გადაწერა არაა საჭირო მაგრამ ამ შემთხვევაში დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ არავინ დაიბნევა. მინუს ერთხელ მინუს შვიდს პლუს ათი, დავხუროთ ფრჩხილი, მინუს 25. ახლა მარტივად ამოვხსნით. მინუს შვიდს პლუს ათი. შეგვიძლია მინუს შვიდი აღვიქვათ საწყის წერტილად. რიცხვით წრფეს ავაგებ, დავიწყოთ - დავხაზოთ რიცხვითი წრფე - მინუს შვიდით ვიწყებთ. მონაკვეთის სიგრძეა მინუს შვიდი, რომელსაც ათს ვუმატებთ. ათით მარჯვნივ გადავაადგილდეთ. შვიდით მარჯვნივ თუ წამოვალთ, ნულთან მივალთ. და ამის შემდეგ კიდევ სამით გადავიწევით, შვიდი, რვა, ცხრა, ათი. პლუს სამთან მოვედით. სხვანაირად რომ დავფიქრდეთ, განსხვავებულნიშნიან რიცხვებს ვკრებთ, შესაბამისად ჯამი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ამ რიცხვების სხვაობა. და რადგან დიდი რიცხვი დადებითია, პასუხიც დადებითი იქნება. ანუ შეგვიძლია ეს აღვიქვათ, როგორც ათს მინუს შვიდი. ათს მინუს შვიდი სამია. ეს სამი ხდება და მთლიანი გამოსახულება იქნება: მინუს ერთხელ, - რომ არ დაიბნეთ, გეტყვით, რომ კუთხოვანი და მრგვალი ფრჩხილები ერთი და იგივეა. ზოგჯერ ბევრი მრგვალი ფრჩხილის გარეთ ოთხკუთხა ფრჩხილებს ვიყენებთ, რათა უფრო მარტივად წასაკითხი გახდეს, მაგრამ მაგრამ ისინი ერთი და იგივეა. ასე რომ ესკუთხოვანი ფრჩხილები ასე შემეძლო ჩამეწერა. შემდეგ კი მინუს 25 გვაქვს. ახლა შეკრებამდე და გამოკლებამდე უნდა გავამრავლოთ ან გავყოთ. მინუს ერთი უნდა გავამრავლოთ სამზე, მივიღებთ მინუს სამს. ახლა კი ამას 25 უნდა გამოვაკლოთ. მინუს სამს მინუს 25, ერთნიშნიან რიცხვებს ვკრებთ. უკვე მინუს სამთან ვართ. ის 25-ით უფრო უარყოფითი გახდება, ვიდრე ეს. შეგიძიათ ეს აღიქვათ, როგორც 25-ით გადაადგილება უარყოფითი მიმართულებით. ან შეგვიძლია, რომ ეს განვიხილოთ როგორც სამს პლუს 25, რაც 28-ს უდრის, ოღონდ უარყოფითი მიმართულებით ვმოძრაობთ, ანუ მინუს 28 გვაქვს. ამგვარად ეს უდრის მინუს 28-ს. მაგალითი ამოხსნილია!