If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 1

გაკვეთილი 8: მოქმედებები ათწილადებზე

ათწილადების გამოკლება: 9.57-8.09

სალი გამოაკლებს 9.57-8.09–ს "სტანდარტული ალგორითმის" გამოყენებით;. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ვცადოთ გამოკლება: 9 მთელ 57 მეასედს გამოკლებული 8 მთელი 9 მეასედი. შეაჩერეთ ეს ვიდეო და შეეცადეთ, ამოხსნათ ის სანამ ჩვენ ერთად შევუდგებით მის ამოხსნას. მოდით, გადმოვწეროთ. და როცა გადმოვიწერ, ქვეშმიწერით გამოვაკლებ ათწილადებს. ეს ცოტა ინტუიციურიცაა. ჩვენ გვაქვს 8 მთელი 9 მეასედი -- აი, ასე -- და ახლა მზად ვართ, რომ გამოვაკლოთ. ჩვენ უნდა გამოვაკლოთ 9 მეასედი შვიდ მეასედს. არ გვაქვს საკმარისი მეასედი აქ, ზემოთ. ასე რომ, გადავიდეთ აქ. ვნახოთ, თუ შეგვიძლია გადაჯგუფება, რომ ყოველთვის უფრო დიდი რიცხვი გვქონდეს ზემოთ. აი, აქ უნდა გამოვაკლოთ 0 მეათედი 5 მეათედს. აქ გვაქვს საკმარისი მეათედი. მოდით, გადავაჯგუფოთ. 5 მეათედის ნაცვლად გვექნება 4 მეათედი. ვაპირებ მივანიჭო კიდევ ერთი მეათედი-- -- რაც იგივე 10 მეასედია -- აი, აქ. მოკლედ, ეს გახდება 17 მეასედი . 17-ს გამოვაკლოთ 9 უდრის რვას. ოთხს გამოვაკლოთ 0 უდრის ოთხს. და შემდეგ მაქვს... ცხრას გამოკლებული 8 ტოლია ერთის. ასე რომ, ეს იქნება 1 მთელი 48 მეასედი.