If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 1

გაკვეთილი 1: უარყოფითი რიცხვები

რა არის უარყოფითი რიცხვი

ვისწავლოთ, რა არის უარყოფითი რიცხვები და როგორ ავსახოთ ისინი რიცხვით ღერძზე.
აი, რიცხვითი ღერძი, რომელიც უკვე საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს. ის იწყება 0-ით და შემდეგ აითვლება 1-ის ტოლი მონაკვეთებით:
ვიცით, რომ თუ ამ ღერძს მარჯვნივ გავუყვებით, შეგვხვდება 11, შემდეგ 12 და ასე შემდეგ.
მაგრამ რა მოხდება, თუ კი 0-იდან მარცხნივ გავუყვებით მას? მივიღებთ უარყოფით რიცხვებს! 0-ის მარცხნივ არის 1, შემდეგ 2, შემდეგ 3 და ასე გრძელდება:

მოდით, ვივარჯიშოთ!

ამოცანა 1A
გადაანაცვლეთ წერტილი 4-ზე.

რისთვის გვჭირდება უარყოფითი რიცხვები?

უარყოფითი რიცხვები გვეხმარება ნულზე ნაკლები მნიშვნელობების გამოსახვაში.

მაგალითი:

როდესაც ტემპერატურა 0-ზე 8-ით ნაკლებია, იგი 0-ზე ნაკლებია. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ტემპერატურა არის 8.

უარყოფითის კიდევ რამდენიმე მაგალითი

ამოცანა 2A
ბანკი შენატანებისთვის იყენებს დადებით რიცხვებს და გამოტანებისთვის - უარყოფით რიცხვებს.
როგორ წარმოადგენდა ბანკი 19,43 დოლარის გატანას?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.