If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:1:55

ვიდეოს აღწერა

დაწერეთ 6-ჯერ 6-ჯერ 6-ჯერ 6-ჯერ 6-ჯერ 6-ჯერ 6-ჯერ 6 ხარისხების გამოყენებით. რა მოხდება აქ? რამდენჯერ გავამრავლეთ ექვსი თავის თავზე? მოდით ვნახოთ,ეს არის ექვსჯერ ერთო, შემდეგ ექვსჯერ ორი, ეს არ არის ექვსჯერ ორი, ეს არის ექვსი გამრავლებული საკუთარ თავზე ორჯერ. დაიმახსოვრეთ, ექვსი გამრავლებული საკუთარ თავზე ორჯერ იქნება 36. ექვსჯერ ორი კი - მხოლოდ 12. ასე, რომ ჩვენ გვაქვს: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, და 8 ექვსიანი. ჩვენ ვამრავლებთ ექვსს თავის თავზე რვაჯერ. ამის ხარისხების გამოყენებით ჩაწერისას დავწერთ, რომ ეს არის ექვსი მერვე ხარისხში. რაც იგივეა, რაც ექვსის რვაჯერ საკუთარ თავზე გამრავლება. მინდა უფრო ნათლად გაიგოთ, რომ ეს არ არის ექვსისა და რვის ნამრავლის ტოლი ექვსჯერ რვა იქნება 48. ექვსი მერვე ხარისხში ძალიან დიდი რიცხვია ექვსჯერ ექვსი არის 36, ჩვენ კი ის კიდებ ექვსზე უნდა გავამრავლოთ. არ იქნება ეს? ეს იქნება 36 გამრავლებული ექვსზე. რამდენია ეს? 216 და თქვენ აგრძელებთ გამრავლებას ექვსზე, მიიღებთ ძალიან დიდ რიცხვს. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი იქნება ძალიან დიდი. ეს რიცხვი უზარმაზარია. ეს რიცხვი კი, არც ისე დიდი. ამიტომ არ დაიბნეთ. თუ ხედავთ ექვსს მერვე ხარისხში, ეს არის ექვსი გამრავლებული საკუთარ თავზე რვაჯერ და არა ექვსი გამრავლებული რვაზე.