If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 1

გაკვეთილი 3: ხარისხის მაჩვენებლები

რა არის ხარისხის მაჩვენებელი

ისწავლეთ ხარისხის მაჩვენებლებისა და ფუძეების გამოყენება. მაგალითად, 4 x 4 x 4 x 4 x 4–ის ხარისხით ჩაწერა.
აი, როგორ გამოიყურება მაჩვენებელი და ფუძე:
43
აი, ეს პატარა ციფრი რიცხვის ზედა, მარჯვენა კუთხეში ხარისხია. ხარისხის ქვემოთა რიცხვი ფუძეა. ამ შემთხვევაში, ფუძე არის 4, ხარისხი კი - 3.
აქ არის მაგალით, სადაც ფუძე არის 7 და ხარისხი – 5:
75
ხარისხი გვეუბნება, რომ ფუძე უნდა გავამრავლოთ საკუთარ თავზე ამდენჯერ. ჩვენს მაგალითში 43 გვეუბნება, რომ ფუძე 4 საკუთარ თავზე გავამრავლოთ 3–ჯერ:
43=4×4×4
გამრავლების ამოცანას გაშლილი სახით რომ ჩავწერთ, მას მარტივად გამოვიანგარიშებთ. მოდით, გავაკეთოთ ეს ჩვენი მაგალითისთვის:
43=4×4×4
43=16×4
43=64
ხარიხსების გამოყენების მთავარი მიზეზი არის ის, რომ იგი დიდი რიცხვების მოკლედ ჩაწერის გზაა. მაგალითად, ვთქვათ, გვინდა შემდეგის გამოხატვა:
2×2×2×2×2×2
ეს მართლა ბევრი საწერია. ხელები მხოლოდ ამის დაბეჭვდით დამეღალა! ამის ნაცვლად შეგვიძლია, დავინახოთ, რომ 2 საკუთარ თავზე გამრავლებულია 6–ჯერ. ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე რამის დაწერა შეგვიძლია 2 ფუძითა და 6 ხარიხსით:
2×2×2×2×2×2=26
მაგარია, მოდით, რამდენიმე პრაქტიკული ამოცანის ამოხსნა ვცადოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხარისხები გავიგეთ.

სავარჯიშოების ნაკრები:

ამოცანა 1A
ჩაწერეთ 7×7×7 ხარისხის გამოყენებით.

რთული სავარჯიშოების ნაკრები:

ამოცანა 2A
უტოლობა შეავსეთ >,< ან = სიმბოლოთი.
25
52

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.