იტვირთება

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, თუ შეგვიძლია გამოვსახოთ 16/21 ათწილადის სახით. ამას ასევე თექვსმეტ ოცდამეერთედს ვეძახით ეს ასევე არის 16 გაყოფილი 21–ზე. ასე რომ, შეგვიძლია 16 21–ზე გავყოთ. რადგანაც 21 16-ზე მეტია , პასუხი ერთზე ნაკლები იქნება. პირდაპირ გავყოთ ოცდაერთი 16–ზე. პასუხი იქნება ერთზე ნაკლები, ამიტომ ათწილადში დავამატოთ თანრიგები. იმ შემთხვევაში თუ რიცხვი ძალიან გრძელი გამოვა, ვაპირებთ დავამგვალოთ მეათასედამდე, დავიწყოთ გაყოფა, 21 მოთავსდება ერთში ნოლჯერ, 21 მოთავსდება 16-ში ნოლჯერ. 21 მოთავსდება 160-ში, მოკლედ, 20 მოთავსდება 160-ში რვაჯერ ამიტომ, ვცადოთ 7, ვნახოთ 7 თუ იქნება სწორი. შვიდჯერ 1 არის 7, შვიდჯერ 2 არის 14 და როცა გამოვაკლებთ, უნდა მივიღოთ 21-ზე ნაკლები ნაშთი. თუ ავიღებთ ყველაზე დიდ რიცხვს აქ, ის მოთავსდება ყველაზე დიდ რიცხვსი აქ, თუ გავამრავლებ მას 21–ზე, მივიღებ დაახლოებით 160-ს მეტს არა,. მოკლედ, თუ გამოვაკლებთ, მივიღებთ 13-ს. 13 ნაკლებია 21–ზე. შეგიძლიათ გამოაკლოთ, მე ეს გონებაში გავაკეთე, შეგიძლიათ გადააჯგუფოთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არის 10 და ეს იქნება 5, ათს გამოკლებული 7 არის 3. ხუთს გამოკლებული 4 არის 1, ერთს გამოკლებული 1 არის 0. ჩამოვიტანოთ ნოლი, რამდენჯერ მოთავსდება 21 130-ში? ვნახოთ, 6 გამოვა? როგორც ჩანს, 6 გამოვა. ექვსჯერ 21 არის 126. ასე რომ, ჩავწეროთ აქ 6. ექვსჯერ 1 არის 6. ექვსჯერ 2 არის 120. რაღაცით ხელოვნებას მაგონებს ეს პროცესი.. ახლა გამოვაკლოთ. ვიმეორებ, შეგვიძლია გადავაჯგუფოთ, ეს იქნება 10, ავიღეთ 10 ამ 30-დან, ამიტომ ეს გახდა 2 ათს გამოკლებული 6 არის 4. ორს გამოკლებული 2 არის 0. ერთს გამოკლებული 1 არის 0. ახლა, ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნოლი. 21 მოთავსდება 40–ში თითქმის ორჯერ, მაგრამ თითქმის არ გვაწყობს, ამიტომ, ვწერთ 1–ს. ერთჯერ 21 არის 21, ახლა გამოვაკლოთ. ეს არის 10, ეს გახდება 3. ათს გამოკლებული 1 არის 9. სამს გამოკლებული 2 არის 1 და უნდა მივიღოთ ეს რიცხვი, რადგანაც უნდა დავამგვალოთ უახლოეს ათასებამდე. თუ ეს არის 5 ან მეტი, უნდა დავამრგვალოთ მეტობით. თუ ეს ხუთზე ნაკლებია, მაშინ დავამრგვალებთ ნაკლებობით. ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნოლი. 21 მოთავსდება 190–ში... ვფიქრობ, 9–ჯერ. ვცადოთ 9, ცხრაჯერ 1 არის 9. ცხრაჯერ 2 არის 18, როდესაც 190-ს აკლებ 189 არის 1. შეგვიძლია კიდევ გავაგრძელოთ, მაგრამ უკვე გვაქვს საკმარისი ციფრები უახლოეს ათასამდე დასამრგვალებლად. აი ეს ციფრი მეტია ან ტოლია ხუთის, ამიტომ, დავამრგვალებთ მეტობით მეათასედის ადგილამდე. თუ დავამგვალებთ უახლოეს მეათასედამდე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის 0.76 ეს დამრგვალების შედეგად არის 2 ამიტომ, 0,762.