If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მრავალწევრების შეკრება

სალი ამარტივებს შემდეგ გამოსახულებას: (5x² + 8x - 3) + (2x² - 7x + 13x). შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვთხოვენ გავამარტივოთ 5x კვადრატში მიმატებული 8x-ს გამოკლებული სამი მიმატებული 2x კვადრატს გამოკლებული 7x მიმატებული 13x. ჩვენ უბრალოდ უნდა დავაჯგუფით მსგავსი წევრები -- წევრები, რომლებსაც x ერთნაირ ხარისხში აქვთ. პირველ რიგში შეგვიძლია, მოვაშოროთ ეს ფრჩხილები, რადგან ჩვენ ამ გამოსახულებას ვუმატებთ აი ამ მთლიან გამოსახულებას. ფრჩხილები აქ არ ცვლიან მოქმედებების თანმიმდევრობას. მოდით გადავწერ ამას ფრჩხილების გარეშე. 5x კვადრატში მიმატებული 8x გამოკლებული სამი მიმატებული 2x კვადრატში. აქ რომ მინუსი ყოფილიყო ჩვენ მას გადავანაწილებდით, მრაგრამ არ არის. მივუმატოთ 2x კვადრატში გამოვაკლოთ 7x მივუმატოთ 13x. ახლა ვნახოთ სხვა წევრები, რომლებსაც აქვთ x სხვადასხვა ხარისხებში. დავიწყოთ წევრებით, სადაც x კვადრატშია. გვაქვს 5x კვადრატში. აქ გვაქვს 2x კვადრატში. ხუთ რაღაცას პლუს ორი იგივე რაღაც უდრის შვიდ რაღაცას. ეს იქნება 7x კვადრატში. ახლა შევხედოთ x-იან წევრებს. მოცემულია 8x. გამოვაკლოთ 7x. და შემდგომ მივუმატოთ 13x. თუ მოცემულია რვა რამეს გამოკლებული შვიდი რამ მივიღებთ ერთ რამეს. და შემდგომ თუ მივუმატებთ 14 რაღაცას მივიღებთ 15-ს. ეს იქნება დადებითი 15x. 8x-ს გამოკლებული 7x --უი ბოდიში. 14x-ს მივიღებთ. რვას გამოკლებული შვიდი არის ერთი მივუმატოთ 13 არის 14. მივუმატოთ 14x. აი ეს სამი წევრია. 8x გამოკლებული 7x მიმატებული 13x. და ასბოლოოდ დარჩა უარყოფითი სამი -- ან გამოვაკლოთ სამი, გააჩნია როგორ შეხედავთ და ეს ერთადერთი მუდმივი წევრია. შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს არის x-ჯერ x ნულ ხარისხში. რადგან ეს მუდმივი წევრია, მას არ ვამრავლებთ x-ზე. მეტს ვერაფერს ვიზამთ. გამოვაკლოთ სამი. ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ ეს. მორჩა.