ძირითადი მასალა
ალგებრის საფუძვლები
კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 3
გაკვეთილი 1: ერთსაფეხურიანი განტოლებები- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- ერთ ნაბიჯში ამოხსნადი გამოკლების მაგალითები
- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გამრავლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გამრავლებისა და გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გამრავლებისა და გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
გამრავლებისა და გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები
ისწავლეთ განტოლებების ამოხსნა, როგორიცაა "4x = 20" ან "y/3 = 7".
ბალანსის მოდელის ჩვენეული გაგების საფუძველზე ვიცით, რომ განტოლების ორივე მხარეზე უნდა ვიმოქმედოთ ერთნაირად, რომ განტოლება დარჩეს ჭეშმარიტი.
მაგრამ საიდან ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ განტოლების ორივე მხარეზე?
გამრავლდება და გაყოფა შებრუნებული მოქმედებებია.
აქ მოცემულია მაგალითი იმისა, რომ გაყოფა არის გამრავლების შებრუნებული მოქმედება:
თუ ავიღებთ შვიდს, გავამრავლებთ სამზე და შემდეგ გავყოფთ სამზე, მივიღებთ ისევ შვიდს:
აი, მაგალითი იმისა, რომ გამრავლება გაყოფის შებრუნებული ოპერაციაა:
თუ ავიღებთ 8–ს, გავყოფთ 4–ზე და შემდეგ გავამრავლებთ 4–ზე, მაშინ ისევ 8–ს მივიღებთ:
გამრავლების შემცველი განტოლების ამოხსნა შებრუნებული მოქმედებების გამოყენებით
მოდით დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება, ამოიხსნას მოცემული განტოლება -ს მიმართ:
გვინდა, რომ განტოლების მარცხენა მხარეს დაგვრჩეს მხოლოდ . ასე რომ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ 6-ზე ნამრავლის გასაბათილებლად?
უნდა გავყოთ 6-ზე, რადგან გამრავლების შებრუნებული ოპერაცია გაყოფაა.
აი, როგორ შეგვიძლია, ორივე მხარე გავყოთ 6-ზე:
მოდით, შევამოწმოთ ჩვენი ნამუშევარი.
ყოველთვის კარგი აზრია, ჩვენი ამონახსნი საწყის განტოლებაში ჩასმის გზით შევამოწმოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაიმე შეცდომა არ დავუშვით:
დიახ! ამონახსნია!
გაყოფის შემცველი განტოლების ამოხსნა შებრუნებული მოქმედებების გამოყენებით
ახლა მოდით, ვცადოთ ოდნავ განსხვავებული სახის განტოლების ამოხსნა:
გვინდა, რომ განტოლების მარცხენა მხარეს დაგვრჩეს მხოლოდ . ასე რომ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ 5-ზე გაყოფის გასაბათილებლად?
შეგვიძლია, გავამრავლოთ 5-ზე, რადგან გაყოფის შებრუნებული მოქმედება გამრავლებაა!
აი, როგორ შეგვიძლია, ორივე მხარე გავამრავლოთ 5-ზე:
მოდით, შევამოწმოთ ჩვენი ნამუშევარი.
დიახ! ამონახსნია!
გამრავლებისა და გაყოფის შემცველი განტოლებების ამოხსნის ხერხების შეჯამება
მაგარია, ჩვენ ეს-ესაა ამოვხსენით გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციების შემცველი განტოლებები. მოდით, შევაჯამოთ, რა გავაკეთეთ:
განტოლების ტიპი | მაგალითი | პირველი ნაბიჯი |
---|---|---|
გამრავლების შემცველი განტოლება | თითოეული მხარე გაყავით ექვსზე. | |
გაყოფის შემცველი განტოლება | თითოეული მხარე გაამრავლეთ ხუთზე. |
მოდით, ვცადოთ განტოლებების ამოხსნა.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.