ძირითადი მასალა
ალგებრის საფუძვლები
კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 3
გაკვეთილი 1: ერთსაფეხურიანი განტოლებები- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- ერთ ნაბიჯში ამოხსნადი გამოკლების მაგალითები
- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გამრავლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გამრავლებისა და გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები
- გამრავლებისა და გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
ისწავლეთ განტოლებების ამოხსნა, როგორიცაა "x + 3 = 9" ან "y - 5 = 8".
ბალანსირის მოდელის ჩვენეული გაგების საფუძველზე ვიცით, რომ განტოლების ორივე მხარეზე უნდა ვიმოქმედოთ ერთნაირად, რათა განტოლება დარჩეს ჭეშმარიტი.
მაგრამ, საიდან ვიცით, თუ როგორ ვიმოქმედოთ განტოლების ორივე მხარეზე?
შეკრება და გამოკლება შებრუნებული ოპერაციებია
შებრუნებული ოპერაციები საპირისპირო ოპერაციებია, რომლებიც აბათილებენ ერთმანეთს.
აი, მაგალითი იმისა, რომ გამოკლება შეკრების შებრუნებული ოპერაციაა:
თუ ავიღებთ შვიდს დავუმატებთ სამს, შემდეგ გამოვაკლებთ სამს, მივიღებთ ისევ შვიდს:
მოცემულია მაგალითი იმისა, რომ მიმატება არის გამოკლების შებრუნებული ოპერაცია:
თუ ავიღებთ ხუთს, გამოვაკლებთ ორს, შემდეგ დავუმატებთ ორს, მივიღებთ ისევ ხუთს:
შეკრების ოპერაციის შემცველი განტოლების ამოხსნა შებრუნებული ოპერაციების გამოყენებით.
დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ამოიხსნას -ს მიმართ მოცემული განტოლება:
გვინდა, რომ განტოლების მარცხენა მხარეს დაგვრჩეს მხოლოდ . ასე რომ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ პლუს 22-ის გასაბათილებლად?
შეგვიძლია, გამოვაკლოთ 22, რადგან შეკრების შებრუნებული ოპერაცია გამოკლებაა!
აი, როგორ შეგვიძლია, ორივე მხარეს გამოვაკლოთ 22:
მოდით, შევამოწმოთ ჩვენი ნამუშევარი.
ყოველთვის კარგი აზრია, ჩვენი ამონახსნი საწყის განტოლებაში ჩასმის გზით შევამოწმოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაიმე შეცდომა არ დავუშვით:
დიახ, ამონახსნია!
გამოკლების ოპერაციის შემცველი განტოლების ამოხსნა შებრუნებული ოპერაციების გამოყენებით.
ახლა მოდით, ვცადოთ ოდნავ განსვავებული სახის განტოლების ამოხსნა:
გვინდა, რომ განტოლების მარცხენა მხარეს დაგვრჩეს მხოლოდ . ასე რომ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მინუს 18-ის გასაბათილებლად?
შეგვიძლია, დავუმატოთ 18, რადგან გამოკლების შებრუნებული ოპერაცია მიმატებაა!
აი, როგორ შეგვიძლია, ორივე მხარეს დავუმატოთ 18:
მოდით, შევამოწმოთ ჩვენი ნამუშევარი.
დიახ, ამონახსნია!
შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების შემცველი განტოლებების ამოხსნის ხერხების შეჯამება
მაგარია, ჩვენ ეს-ესაა ამოვხსენით შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების შემცველი განტოლებები. მოდით, შევაჯამოთ, რა გავაკეთეთ:
განტოლების სახე | მაგალითი | პირველი ნაბიჯი |
---|---|---|
შეკრების ოპერაციის შემცველი განტოლება | გამოვაკლოთ 22ორივე მხარეს. | |
გამოკლების ოპერაციის შემცველი განტოლება | დავუმატოთ 18 ორივე მხარეს. |
ვცადოთ რამდენიმე ამოცანა.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.