If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დახრილობა (მიმოხილვა)

წრფის დახრილობა არის მისი დაქანებულობა. მათემატიკურად, დახრის კოეფიციენტი გამოითვლება "სიმაღლის სიგრძეზე გაყოფით" (y-ის ცვლილების x-ის ცვლილებაზე გაყოფის საშუალებით).

რა არის დახრილობა?

დახრილობა არის წრფის დაქანებულობა.
დახრილობა=ცვლილება y ღერძშიცვლილება x ღერძში=ΔyΔx
გინდათ დახრილობის უფრო სიღრმისეული განმარტება? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: დახრილობა გრაფიკის მიხედვით

მოცემული გვაქვს წრფის გრაფიკი და გვთხოვენ, ვიპოვოთ ამ წრფის დახრილობა.
ჩანს, რომ წრფე გადის წერტილებზე (0,5) და (4,2).
დახრილობა=ΔyΔx=2540=34
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ ჯერზე, როცა ვერტიკალურად სამი ერთეულით ქვემოთ გადავანაცვლებთ, ჰორიზონტალურად ოთხი ერთეულით მარჯვნივ გადავალთ.
გინდათ, მეტი ისწავლოთ გრაფიკის მიხედვით დახრილობის პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: დახრილობა ორი წერტილის მიხედვით

გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ წრფივ განტოლებას აქვს შემდეგი ორი ამონახსნი:
პასუხი: x=11,4   y=11,5
პასუხი: x=12,7   y=15,4
და გვთხოვენ, ვიპოვოთ ამ განტოლების გრაფიკის დახრილობა.
პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ თითოეული ამონახსნი არის წერტილი ღერძზე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ იმ წრფის დახრილობა, რომელიც (11,4,11,5) და (12,7,15,4) წერტილებზე გადის.
დახრილობა=ΔyΔx=15,411,512,711,4=3,91,3=3913=3
წრფის დახრილობა არის 3.
გინდათ, მეტი ისწავლოთ ორი წერტილის მიხედვით დახრილობის პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
რას უდრის ქვემოთ მოცემული წრფის დახრილობა?
დაწერეთ ზუსტი რიცხვი.
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ივარჯიშოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო დახრილობა გრაფიკის მიხედვით და ეს სავარჯიშო ორი წერტილის მიხედვით exercise.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.