If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორუცნობიანი უტოლობების გრაფიკულად ასახვა

სალი აგებს y<3x+5 უტოლობის გრაფიკს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვთხოვენ, ავაგოთ შემდეგი გრაფიკი: y ნაკლებია სამ x–ს პლუს ხუთზე. ანუ, თუ ავიღებთ ნებისმიერ x-ს-- მოდით ღერძებს სახელებს დავუწერ. ეს არის x ღერძი. ეს არის y ღერძი. გვეუბნებიან, ავიღოთ x. ვთქვათ, x უდრის ერთს, სამჯერ ერთს პლუს ხუთი, ანუ, სამჯერ, x–ს პლუს ხუთი. სამჯერ ერთი არის სამი, ამას პლუს ხუთი უდრის რვას. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. გვეუბნებიან, რომ y ნაკლები უნდა იყოს რვაზე. y ნაკლები უნდა იყოს სამჯერ, ერთს პლუს ხუთზე. y-ის მნიშვნელობები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ შეზღუდვას x-სთვის, არის ყველა ეს მნიშვნელობა ქვემოთ. უფრო ღია ფერით აღვნიშნავ. ყველა ეს მნიშვნელობა. x უდრის ერთისთვის, ეს იქნება ამის ქვემოთ ყველა მნიშვნელობა, და ის არ მოიცავს y უდრის რვას. y უნდა იყოს რვაზე ნაკლები. ამის გასაკეთებლად, ჩვენ უბრალოდ უბრალოდ გავავლოთ წრფე y უდრის სამ x–ს პლუს ხუთი, მაგრამ არ შევიყვანოთ ის. უნდა შევიდეს ყველა მის ქვემოთ არსებული მნიშვნელობა, როგორც აქ გავაკეთეთ. ვიცით, როგორ ავაგოთ გრაფიკი y უდრის სამ x–ს პლუს ხუთი. მოდით აქ დავწერ. რომ გვქონოდა y უდრის სამ x–ს პლუს ხუთი, ვიტყოდით, რომ სამი არის დახრის კოეფიციენტი. დახრის კოეფიციენტი სამია, ხოლო ხუთი არის ფუნქციის y გადაკვეთა. ახლა, შემეძლო ამეგო წრფე, მაგრამ, რადგან ის არ იქნებოდა y-ში, შეზღუდვის დაუკმაყოფილებლობის გამო, გადავწყვიტე დავხაზო წყვეტილი ხაზით. დავიწყებთ y-ის გადაკვეთით, ხუთით. 1, 2, 3, 4, 5. ეს არის y-გადაკვეთა. დახრის კოეფიციენტი სამია. თუ გადახვალთ ერთზე, ზემოთ უნდა ახვიდეთ სამი ერთეულით. მოდი უფრო მუქ ჟოლოსფრად გავაკეთებ. მას ასეთი სახე ექნება. წერტილი აქ იქნება, მასზე. თუ უკან წახვალთ, ქვემოთ ჩახვალთ სამით. წერტილი იქნება ამაზე, ეს წერტილი, და ეს წერტილი, უბრალოდ წყვეტილი ხაზით დავაკავშირებ მათ. წყვეტილი ხაზია y უდრის სამ x–ს პლუს ხუთი გრაფიკი, და ის არ მოიცავს ამ მნიშვნელობას. ამიტომ გავავლე წყვეტილი ხაზი, მინდა y-ის ყველა, ამაზე ნაკლები მნიშვნელობა. ასე რომ,ნებისმიერი x-სთვის... ავიღოთ x. ვთქვათ, x უდრის მინუს ერთს. თუ გამოსახავთ სამ x–ს პლუს ხუთს, x-სთვის, მოხვდებით აქ. გვინდა y-ის მხოლოდ ის მნიშნელობები, რომლებიც ამაზე ნაკლებია. ანუ, არ ეკუთვნის წრფეს. ეს არის ყველაფერი მის ქვემოთ. ნებისმიერი x-სთვის, ის იქნება წრფის ქვემოთ იქნება. აიღებთ x-ს, აყვებით ამ წრფეს და მის ქვემოთ ყველა მნიშვნელობას. x-ის ყველა მნიშვნელობისთვის, იქნება ეს მთლიანი სივრცე. მოდით, უკეთ დავხაზავ. გვექნება მთელი ეს სივრცე, რაც ამ წრფის ქვემოთაა. ნარინჯისფერი იყოს. ასე უფრო ადვილად დასანახი იქნება. ასე რომ, ამ წრფის ქვემოთ, ყველა მნიშვნელობა აკმაყოფილებს ჩვენს პირობას.