If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 6

გაკვეთილი 4: სტანდარტული ჩანაწერის შესავალი

სტანდარტული ჩანაწერის საშუალებით გამრავლების მაგალითი

გამრავლების მაგალითი ამოვხსნათ ექსპონენტური სახის ჩანაწერის გამოყენებით: (9.1 * 10^6)(3.2 * 10^-5). შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გაამრავლეთ და პასუხი გამოსახეთ სტანდარტული ჩანაწერის სახით. მოდით, ჯერ გავამრავლოთ და შემდეგ ჩავწეროთ სტანდარტული სახით. მოდით, ჯერ გავიხსნოთ, რა არის სტანდარტული სახით ჩაწერა. რეალურად, ამ მაგალითში ორივე რიცხვი სტანდარტული ჩანაწერის სახითაა. სტანდარტული ჩანაწერი შემდეგნაირად ჩაწერილი რიცხვია: a გამრავლებული ათი ხარისხად n. სადაც a არის მეტი ან ტოლი ერთზე და ნაკლები ათზე. აქაც, ორივე რიცხვის შემთხვევაში, a მეტია ან ტოლი ერთზე და ნაკლებია ათზე და თითოეული გამრავლებულია ათის რომელიმე ხარისხზე. მოდით, ვცადოთ მათი გადამრავლება. ეს გამოსახულება შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემდეგნაირად: მოდით, მეწამული ფერით დავწერ. 9.1-ჯერ ათი მეექვსე ხარისხში, გამრავლებული 3.2-ზე. მოდით, გამრავლების ნიშნად წერტილს გამოვიყენებ. ანუ, 9.1 ჯერ ათი მეექვსე ხარისხში გამრავლებული 3.2 ჯერ ათი აყვანილი მინუს მეხუთე ხარისხში. გამრავლებაში ამას ჰქვია ჯუფთებადობის კანონი, ის უფლებას გვაძლევს, გადავანაცვლოთ მამრავლები და მოვაშოროთ ფრჩხილები. ჯერ შეგვიძლია გავამრავლოთ ეს რიხცვები, ან ჯერ ესენი, შეგვიძლია შევუცვალოთ მათ თანმიმდევრობა. მოდით, ჯუფთებადობის კანონის მიხედვით შევუცვალოთ ადგილები მამრავლებს. პირველ რიგში, 3.2-ს გადმოვიტან. ასე დავწერ: 9.1 გამრავლებული 3.2-ზე. და შემდეგ გავამრავლებ მას ათი ხარისხად ექვსსა და ათი ხარისხად ხუთზე. ჯუფთებადობის კანონის გამოყენებით, ვანაცვლებ მამრავლებს. ასე დავაწყოთ გამოსახულება: 9.1 გამრავლებული 3.2-ზე, გამრავლებული ათზე მეექვსე ხარისში და გამრავლებული ათზე მინუს მეხუთე ხარისხში. ასე იმიტომ გადავაჯგუფე რიცხვები, რომ მათი გამრავლება უფრო მარტივია. აქ ერთი ძირი გვაქვს, ამიტომ, უბრალოდ შევკრიბოთ ხარისხები. ეს ნაწილი, ათი ხარისხად ექვსი გამრავლებული ათი ხარისხად მინუს ხუთზე, იქნება ათი ხარისხად ექვსს მინუს ხუთი, ანუ ათი ხარისხად ერთი. ათი ხარისხად ერთი ისევ ათია. ახლა კი 9.1 გავამრავლოთ 3.2-ზე. მოდი, აქვე დავწერ. ჯერჯერობით არ ვაქცევთ ყურადღებას ამ მძიმეს. უბრალოდ, 91 გავამრავლოთ 32-ზე. ორჯერ ერთი არის ორი. ორჯერ ცხრა არის 18. აქ ვწერთ ნულს, უკვე ათეულებთან ვართ. რეალურად, ვამრავლებთ 30-ზე და არა სამზე, ამიტომაც ვწერთ აქ ნულს. ვამრავლებთ სამს ერთზე. მივიღებთ სამს. და სამჯერ ცხრა არის 27. ანუ, ეს არის ორი, რვას დამატებული სამი არის 11, გადავაჯგუფოთ ერთი. ერთს მიმატებული ერთი არის ორი, ორს დამატებული შვიდი იქნება ცხრა აქ კი გვაქვს ორი. ანუ, 91-ჯერ 32 არის 2912. მაგრამ, აქ ხომ 91-ს არ ვამრავლებს 32-ზე. ვამრავლებ 9,1-ს 3,2-ზე. ამისთვის უნდა დავითვალო ციფრების რაოდენობა მძიმის შემდეგ. აქ გვაქვს ერთი, ორი ციფრი. ამიტომ, აქაც მძიმე უნდა დავწერო ორი ციფრის შემდეგ. აი, აქ დავსვამ ათწილადის აღმნიშვნელ მძიმეს. საბოლოოდ გამოდის, რომ აი, ეს ნაწილი ყოფილა 29.12 ალბათ იფიქრებდით, რომ მოვრჩით, ამოცანა შესრულებულია. ჩანაწერი ძალიან ჰგავს იმას, რისი მიღებაც გვსურდა. მაქვს რიცხვი გამრავლებული ათის ხარისხზე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს რიცხვი აუცილებლად მეტი ან ტოლი უნდა იყოს ერთზე და ნაკლები ათზე. ჩვენი მიღებული რიცხვი კი არ არის ათზე ნაკლები. ამიტომაც, ეს არ არის სტანდარტული ჩანაწერი. მოდით, ჩავწეროთ ეს ნაწილი საჭირო ფორმით, შემდეგ კი მივუწეროთ ათი თავისი ხარისხით. 29,12 არის იგივე, რაც 2,912 გამრავლებული ათზე. როგორ მივედით 29,12-დან 2,912-მდე? უბრალოდ, ეს მძიმე გადმოვიტანეთ მარცხნივ. უფრო სწორად, დავფიქრდეთ, როგორ მივიღებ 2.912-დან 29.12-ს? უნდა გავამრავლო 2.912 ათზე. მაშინ ამ მძიმეს გადავიტანდი მარჯვნივ და მივიღებდი ისევ 29.12-ს. ანუ, ეს რიცხვი იგივეა, რაც 2.912 გამრავლებული 10-ზე. 29.12=2.912x10. ახლა ეს რიცხვი სტანდარტული ჩანაწერია, ეს რიცხვის მხოლოდ ერთი ნაწილია. ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ კიდევ ათზე. ანუ, 2,912x10x10 ახლა ჩვენი ამოცანის დასასრულებლად დაგვრჩა მხოლოდ ამ ორი ათის გადამრავლება. ათი გამრავლებული ათზე, ანუ, ათი ხარისხად ერთი გამრავლებული ათი ხარისხად ერთზე. და რა იქნება ეს? ეს იქნება ათი ხარისხად ორი, ანუ, ათი კვადრატში. ანუ, პასუხია 2.912 გამრავლებული ათზე კვადრატში. სულ ეს არის.