იტვირთება

ვიდეოს აღწერა

ადამიანის სხეულში არის ხუთი ლიტრი სისხლი, რომლის 40 პროცენტი, სისხლის წითელი უჯრედებია. თითოეული სისხლის უჯრედის მოცულობაა, დაახლოებით 90-ჯერ ათი მინუს მეთხუთმეტე ხარისხში ლიტრი. რამდენი სისხლის წითელი უფრედია ადამიანის სხეულში? ჩაწერეთ თქვენი პასუხი სტანდარტული სახით, და დაამრგვალეთ ათწილედის წერტილის მეორე ადგილამდე. გვეუბნებიან სისხლის მთელ რაოდენობას ადამიანის სხეულში. გვაქვს ხუთი ლიტრი. შემდეგ გვეუბნებიან, რომ აქედან 40% არის სისხლის წითელი უჯრედები. თუ ავიღებთ ხუთ ლიტრს და გავამრავლებთ 40%-ზე, ეს გამოსახულება მოგვცემს სისხლის წითელი უჯრედების მთელ რაოდენობას, ანუ სისხლის მთელი რაოდენობის 40%. ეს არის სისხლის წითელი უჯრედების მთელი რაოდენობა. ის უნდა გავყოთ თითოეული სისხლის წითელი უჯრედის ზომაზე. მივიღებთ სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას. მოდით, გავაკეთოთ ეს. გავყოთ ეს სისხლის წითელი უჯრედის ზომაზე. თითოეული სისხლის წითელი უჯრედის ზომაა 90-ჯერ ათუ ხარისხად მინუს 15 ლიტრი. ვნახოთ, თუ შეგვიძლია ამის გამარტივება. ერთი რამ, რაც შეიძლება მოგვეწონოს არის, რომ საზომი ერთეულები იკვეცება. გვაქვს ლიტრი მრიცხველში, ლიტრი მნიშვნელში, ამიტომ მივიღებთ მხოლოდ რიცხვს. რაოდენობა გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს რამდენი სისხლის წითელი უჯრედია სხეულში. ამიტომ მივაქციოთ ყურადღება რიცხვებს აქ. ხუთჯერ 40%, იგივეა, რაც ხუთჯერ 0,4. მოდით, დავწერ. ეს არის იგივე, რაც 0,4. ხუთჯერ 0,4 არის ორი. მრიცხველში მივიეთ ორი. მნიშვნელში გვაქვს 90-ჯერ ათი ხარისხად მინუს 15. ეს ნამდვილად არ არის სტანდარტული ჩანაწერი. ის გავს მას, მაგრამ დაიმახსოვრეთ, იმისთვის, რომ ჩანაწერი სტანდარტული იყოს, რიცხვი უნდა იყოს მეტი ან ტოლი ერთზე და ნაკლები ათზე. ეს აშკარად არ არის ათზე ნაკლები. მაგრამ ძალიან მარტივად შეგვიძლია მისი სტანდარტული სახით ჩაწერა. 90 არის იგივე ცხრაჯერ ათი, ან შეგიძლიათ თქვათ ცხრაჯერ ათი პირველ ხარისხში. შემდეგ ეს უნდა გავამრავლოთ ათზე ხარისხად მინუს 15. ეს მარტივდება. შევკრიბოთ ეს ორი ხარისხის მაჩვენებელი. გვაქვს ათი ხარისხად მინუს 14. ახლა შეგვიძლია გავყოთ. ცოტათი გავამარტივოთ ეს გაყოფა. ეს იქნება იგივე 2/9 გამრავლებული ერთი შეფარდებული ათზე ხარისხად მინუს 14. არმდენია ათი შეფარდებული ათზე ხარისხად მინუს 14? ეს არის ათი მეთოთხმეტე ხარისხში. აი ეს აქ იგივეა, რაც ათი ხარისხად 14. ახლა შეგიძლიათ თქვათ, რომ დაგვრჩა გავიგოთ რა არის 2/9 და დავასრულებთ. ჩვენ ეს ჩავწერეთ სტანდარტული სახით. მაგრამ ალბათ უკვე მიხვდით, რომ 2/9 არ არის მეტი ან ტოლი ერთზე. როგორ გავხადოთ ის მეტი ან ტოლი ერთზე? შეგვიძლია ის გავამრავლოთ ათზე. თუ ამას გავამრავლებთ ათზე, ეს უნდა გავყოთ ათზე, რომ გამოსახულების მნიშვნელობა არ შეიცვალოს. მოდით, გავაკეთოთ ეს. ვაპირებ ეს გავამრავლო 10-ზე, ეს უნდა გავყო ათზე. გამოსახულების მნიშვნელობა არ შემიცვლია. უბრალოდ გავამრავლე და გავყავი ათზე. ეს არის 20/9 გამრავლებული ათზე ხარისხად 14 და გაყოფილი ათზე. მივიღეთ 10 ხარისხად 13. რამდენია 20/9? ეს არის რიცხვი, რომელიც მეტია ან ტოლია ერთზე და ნაკლებია ათზე. მოდით, გამოვიანგარიშოთ. პასუხი ათწილედის წერტილის მეორე ადგილამდე უნდა დავამრგვალოთ. გავაკეთოთ ეს. 20 გაყოფილი ცხრაზე: ცხრა არ მოთავსდება ორში. ის მოთავსდება 20-ში ორჯერ. ორჯერ ცხრა არის 18. გამოვაკლოთ. ნაშთად მივიღეთ ორი. ვფიქრობ ხვდებით ამას სად მივყავართ. ნაშთი ორია. ცხრა მოთავსდება 20-ში ორჯერ. ორჯერ ცხრა არის 18. ვაგრძელებთ ორების მიღებას. მივიღეთ კიდევ ერთი ორი, ჩამოვიტანეთ ნული. ცხრა მოთავსდება 20-ში ორჯერ. აი ეს აქ არის 2,2 პერიოდში. გვითხრეს, დაამრგვალეთ ათწილედის წერტილის მეორე ადგილამდეო. ეს იქნება 2,22-ჯერ ათი მეცამეტე ხარისხში.