If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

განტოლებების ჩაწერა ცვლადების საშუალებით

ისწავლეთ მარტივი გამოსახულების ჩაწერა. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში ისეთ ალგებრულ გამოსახულებებს, რომლებიც იმავეს აღნიშნავს, რასაც ეს წინადადებები. პირველი: "მინუს შვიდისა და რვაჯერ იქსის ჯამი", ჯამი, ანუ, აქ გვექნება მიმატების ნიშანი, ვკრებთ მინუს შვიდსა და რვაჯერ იქსს. რვაჯერ იქსი რვა იქსით ჩაიწერება. მივიღეთ მინუს შვიდს პლუს რვა იქსი, ან მინუს შვიდისა დ რვა გამრავლებული იქსის ჯამი. შემდეგზე გადავიდეთ. "მინუს სამჯერ იქსს სიდიდეს დაუმატეთ ერთი", ჩავწეროთ სიდიდე მინუს სამჯერ იქსი, როგორც მინუს სამი იქსი, და დავუმატოთ ერთი, პლუს ერთი. ახლა კი ეს: მინუს ექვსს პლუს... დავწეროთ მინუს ექვსს პლუს მინუს ერთისა და იქსის ნამრავლი, რაც იქნება მინუს ერთი იქსი, ეს კი იგივეა, რაც მინუს იქსი. შეგვიძლია, ჩავწეროთ, როგორც მინუს ექვსს პლუს მინუს იქსი, ან პირდაპირ მინუს ექვსს მინუს იქსი. მოვრჩით!