If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:05

ვიდეოს აღწერა

ვიფიქროთ ისეთ მაგალითზე, რომელსაც ერთზე მეტი ცვლადი აქვს. მაქვს მაგალითი, a-ს დამატებული-- ძალიან ადვილს გავაკეთებ, a-ს დამატებული b. და მინდა, გამოვთვალო ეს მაგალითი, როცა a ტოლია 7-ის და b ტოლია 2-ის. გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო და ცადოთ თქვენით. სადაც ვნახავთ a-ს, უბრალოდ ჩავანაცვლებთ მას 7-ით. სადაც ვნახავთ b-ს, ჩავანაცვლებთ 2-ით. როცა a ტოლია 7-ის და b ტოლია 2-ის, ეს მაგალითი იქნება 7-ს დამატებული 2, რაც, რა თქმა უნდა, ტოლია 9-ის. ეს მაგალითი ტოლი იქნება 9-ის ამ პირობით. გავაკეთოთ ცოტათი რთული. ვთქვათ, გვაქვს მაგალითი x გამრავლებული y-ს გამოკლებული y დამატებული x-- -- გადავაკეთებ -- დავუმატოთ 3x. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, დავუმატოთ 3-ჯერ x. გამოვიანგარიშოთ ეს, როცა x ტოლია 3-ის და y ტოლია 2-ის. კიდევ ერთხელ, გთხოვთ, შეაჩეროთ ეს ვიდეო და ცადოთ თქვენით გამოანგარიშება. ყველგან, სადაც დავინახავთ x-ს, ჩავანაცვლოთ ის 3-ით. ყველა ადგილზე, სადაც ვნახავთ y-ს, ჩავანაცვლოთ ის 2-ით. ეს იქნება ტოლი 3-ჯერ y-ის. y არის 2, ამ შემთხვევაში. 3-ჯერ 2-ს გამოკლებული 2 დამატებული 3-ჯერ x. მაგრამ x, ასევე, ტოლია 3-ის. ანუ, რისი ტოლი იქნება ეს? ეს იქნება ტოლი -- 3-ჯერ 2 არის 6. ეს 3-ჯერ 3 არის 9. გვრჩება 6-ს გამოკლებული 2, რაც არის 4, დამატებული 9, რაც ტოლია 13-ის. ანუ, ამ შემთხვევაში ეს არის ტოლი 13-ის.