If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:18

ვიდეოს აღწერა

დავუშვათ ვმუშაობ რესტორანში და საათში ათ დოლარს გამოვიმუშავებ. გარდა საათობრივი ანაზღაურებისა, ყოველ საათში ვიღებ 'ჩაის' ფულსაც (tips). ეს გამოსახულება აღნიშნავს, რამდენს გამოვიმუშავებ ერთ საათში. ალბათ მიხვდით, რომ "ჩაის" ფულის რაოდენობა განსხვავდება სხვადასხვა საათებში. მაგალითად, ლანჩის დროს, შეიძლება ბევრი "ჩაის" ფული მივიღო. შემდეგ საათში კი საერთოდ არ მყავდეს კლიენდები და არც 'ჩაის' ფული მივიღო. მოკლედ, ეს მთლიანად ცვლადია, რომელიც სხვადასხვა დროს განსხვავებულია. მაგალითად, ლანჩის დროს ბევრ "ჩაის" ფულს ვიღებთ, დავუშვათ 30 დოლარს. ჯამში ამ საათში შეიძლება გამოვიმუშავო ათს პლუს 30, "ჩაის"ის ნაცვლად 30 დავწეროთ. მოდით, ყვითლად დავწერ. ეს იქნება 40-ის ტოლი. ლანჩის საათის შემდეგ კი რესტორანში რაღაც მიზეზით ცოტა ხალხი შემოდის, მაგალითად, გვერდითა რესტორანში დიდი ფასდაკლებაა და ჩემი "ჩაის" ფული საათში ხუთ დოლარამდე მცირდება. დავუბრუნდეთ ამ გამოსახულებას. საათში ჯამში გამოვიმუშავებ ანაზღაურებას პლუს ხუთ დოლარს, რაც 15 დოლარია. ხედავთ, რომ ამ გამოსახულების მნიშვნელობის ცვლილება დამოკიდებულია ცვლად "ჩაი"–ზე. ალგებრაში იშვიათად შეხვდებით ცვლადად სიტყვის გამოყენებას. სიმბოლოების გამოყენება უფრო მარტივია. აქაც "ჩაის"-ის ნაცვლად, შეგვეძლო დაგვეწერა ათს პლუს t, სადაც t, საათში გამომუშავებულ "ჩაის" ფულს აღნიშნავს. რა ხდება, როცა t 30-ია? როდესაც t უდრის 30-ს, ასეთი სიტუაცია გვაქვს: t უდრის 30-ს, ათს პლუს 30 კი 40-ია. რა მოხდება, თუ t იქნება ხუთი. მაშინ გვექნება ათს პლუს ხუთი, რაც 15-ია. ასო t-ს გამოყენება, საერთოდ არ გვჭირდება, თუმცა ალგებრაში ძირითადად ასოებს ვიყენებთ. შეგვეძლო ჩაგვეწერა, როგორც ათს პლუს x, სადაც x "ჩაის" ფულია. შეიძლება x არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, რადგან "ჩაის"-ის პირველი ასო არაა შეგვეძლო დაგვეწერა ათს პლუს ვარსკვლავი და გვეთქვა: ვარსკვლავი აღნიშნავს "ჩაის" ფულს. მაგრამ ამას შეიძლება დავებნიეთ. იმედია, მიხვდით ზოგად იმ იდეას, თუ რა არის ცვლადი. ცვლადი არის სიმბოლო, რომელიც ცვლად მნიშვნელობას ასახავს. ამიტომაც ჰქვია მას ცვლადი.