If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრის საფუძვლები > თემა 2

გაკვეთილი 4: დააჯგუფეთ მსგავსი წევრები

მსგავსი წევრების შეერთება, უარყოფითი კოეფიციენტებითა და ფრჩხილების გახსნით

ჩვენ ვისწავლეთ მოქმედებების თანმიმდევრობას და მსგავსი წევრების შეკრებას. მოდით, ამას დავამატოთ განრიგებადობის კანონი. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩაკ ნორისის სურათები წინა ვიდეოში ცოტაოდენ დამთრგუნველი აღმოჩნდა. ამიტომ, ამ ვიდეოსთვის შევარჩიე უფრო დამამშვიდებელი სურათები. მოდი, ვაცადოთ და გავამარტივოთ გამოსახულებები. თქვენ ვნახავთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ უკვე ნაცნობ იდეებს. ვთქვათ, უნდა გავამარტივოთ გამოსახულება ორჯერ, 3x-ს მიმატებული ხუთი. ეს ნიშნავს ორ 3x-ისა და ხუთის ჯამს. ეს არის სრულიად იგივე, რაც -- ეს არის ერთი 3x მიმატებული ხუთი. და ამას მივუმატებ მეორე 3x-ს მიმატებულ ხუთს. ამას ნიშნავს ორჯერ 3x მიმატებული ხუთი. ეს, შეიძლება, იყოს იგივე, რაც -- უბრალოდ რომ შევხედოთ ამას, გვაქვს ორი 3x. შეგვიძლია, ეს დავწეროთ, როგორც ორჯერ 3x მიმატებული ორი ხუთი. ანუ, მივუმატოთ ორჯერ ხუთი, შეიძლება, თქვათ, ჰეი, სალ. ეს განრიგებადობის კანონი არაა, რომელიც არითმეტიკიდან ვიცით? მე გადავანაწილე ორი. ორჯერ 3x მიმატებული ორჯერ ხუთი, და მე გიპასუხევთ, კი იგივეა! ამას იმ მიზეზით ვაკეთებ, რომ მინდა, გაჩვენოთ, ეს ისაა, რაც თქვენ უკვე იცით რადგან ეს გავარკვიეთ, გავაგრძელოთ გამარტივება. როდესაც ვამრავლებთ ორს 3x-ზე, ვიღებთ 6x-ს. თუ ვამრავლებთ ორს ხუთზე, ვიღებთ ათს. გამარტივებით მივიღეთ 6x-ს მიმატებული ათი. მოდით, რამე უფრო განვითარებული გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი უკვე იცით. ვთქვათ, მოცემულია შვიდჯერ 3y-ს გამოკლებული ხუთი, გამოკლებული ორჯერ ათს მიმატებული 4y. ვნახოთ, ამის გამარტივება თუ შეიძლება. ვიმუშაოთ გამოსახულების მარცხენა მხარეს. შვიდჯერ 3y-ს გამოკლებული ხუთი. უნდა გადავანაწილოთ შვიდიანი. ეს იქნება შვიდჯერ 3y. რაც გვაძლევს 21y-ს. ანუ, რომ მქონოდა სამი ცალი y შვიდჯერ, ეს იქნებოდა 21 y. -- როგორც გინდათ, ისე შეხედეთ -- და მერე მაქვს შვიდჯერ -- ამ ნიშანთან ვიფრთხილებთ. ეს არის შვიდჯერ უარყოფითი ხუთი. შვიდჯერ უარყოფითი ხუთი არის უარყოფითი 35. ჩვენ ეს ნაწილი გავამარტივეთ. ახლა გავამარტივოთ მარჯვენა მხარე. შეიძლება, მოგინდეთ იმის თქმა, რომ ეს არის ორჯერ ათი და ორჯერ 4y. და შემდგომ ვაკლებთ მათ, თუ ამას სწორად გააკეთებთ და გადაანაწილებთ გამოკლების ნიშანს, სწორი იქნება. თუმცა მე მირჩევია ამას შევხედო, როგორც უარყოფით ორს. და ჩვენ გადავანაწილებთ უარყოფით ორს ათზე. და შემდგომ გადავანაწილებთ უარყოფით ორს 4y-ზე. უაროფითი ორი გამრავლებული ათზე არის უარყოფითი 20. გამოვაკლოთ ოცი აი, აქ. და შემდგომ უარყოფითი ორი გავამრავლოთ 4y-ზე. უარყოფითი ორი ოთხჯერ არის უარყოფითი რვა ეს იქნება უარყოფითი 8y. დავწეროთ უარყოფითი 8y აი, აქ. მოვრჩით გამარტივებას. თუმცა კიდევ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. 21y-ს ვერ მივუმატებთ უარყოფით 35-ს ან უარყოფით 20-ს, რადგან ეს არის განსხვავებული რამეების დაჯამება ან განსხვავებული რამეების გამოკლება. თუმცა ჩვენ გვაქვს ორი რიცხვი, რომლებიც ამრავლებენ y-ს. გვაქვს -- მოდით, ამას მწვანედ გავაკეთებ. გვაქვს 21y აი, აქ. მას ვაკლებთ 8y-ს. რაღაცის 21 -- თუ მოცემულია 21-ის რაიმე და მას გამოვაკლებ რვას, დამჩება რაღაცის 13. ამის გამარტივებით მივიღებთ 13y-ს. შემდგომ გვაქვს უარყოფით 35-ს გამოკლებული 20. ამის გამარტივებით მივიღებთ უარყოფით 55-ს. ამ ყველაფრის გამარტივებაში გამოვიყენეთ განრიგებადობის კანონი და დავაჯგუფეთ მსგავსი წევრები. მივიღეთ 13y-ს გამოკლებული 55.