ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი (ესგ)
კურსი: მეექვსე კლასი (ესგ) > თემა 4
გაკვეთილი 6: წილადების და მთელი რიცხვების გამრავლებაგამრავლების თვისებები
გამოიკვლიეთ გამრავლების ჯუფდებადობის, გადანაცვლებადობისა და იგივეობის თვისებები.
ამ სტატიაში ვისწავლით გამრავლების სამ ძირითად თვისებას. ეს არის ამ თვისებების მოკლე შინაარსი:
გამრავლების გადანაცვლებადობის კანონი: მამრავლების თანმიმდევრობის შეცვლა არ ცვლის ნამრავლს. მაგალითად, 4, times, 3, equals, 3, times, 4.
გამრავლების ჯუფდებადობის კანონი: მამრავლების დაჯგუფების პრინციპის შეცვლა არ ცვლის ნამრავლს. მაგალითად, left parenthesis, 2, times, 3, right parenthesis, times, 4, equals, 2, times, left parenthesis, 3, times, 4, right parenthesis.
გამრავლების იგივეობის კანონი: 1-ისა და ნებისმიერი რიცხვის ნამრავლი არის ეს რიცხვი. მაგალითად, 7, times, 1, equals, 7.
გამრავლების გადანაცვლებადობის კანონი
გამრავლების გადანაცვლებადობის კანონი ამბობს, რომ მამრავლების თანმიმდევრობის შეცვლა არ შეცვლის ნამრავლს. აი, მაგალითი:
ყურადღება მიაქციეთ, რომ ორივე ნამრავლი არის 12, მიუხედავად იმისა, რომ თანმიმდევრობა შებრუნებულია.
აქ არის კიდევ ერთი მაგალითი მეტი მამრავლით:
ყურადღება მიაქციეთ, რომ ორივე ნამრავლი 24–ია.
გამრავლების ჯუფდებადობის კანონი
გამრავლების ჯუფდებადობის კანონი ამბობს, რომ მამრავლების დაჯგუფების შეცვლა არ შეცვლის ნამრავლს. აი, მაგალითი:
გაიხსენეთ: მრგვალი ფრჩხილები მიგვითითებს, რომ პირველად ეს მოქმედება უნდა შესრულდეს. ანუ, ასე გამოვსახავთ მარცხენა მხარეს:
და ასე გამოვთვლით მარჯვენა მხარეს:
ყურადღება მიაქციეთ, რომ ორივე მხარის ნამრავლი არის 24, მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა მხარეს ჯერ 2 და 3 გავამრავლეთ და მარჯვენა მხარეს კი – 3 და 4.
გამრავლების იგივეობის თვისება
გამრავლების იგივეობის კანონი ამბობს, რომ 1-ისა და ნებისმიერი რიცხვის ნამრავლი არის ეს რიცხვი. აი, მაგალითი:
გამრავლების გადანაცვლებადობის კანონი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, 1 მოდის რიცხვის წინ თუ შემდეგ. აი, გამრავლების იგივეობის მაგალითი, სადაც 1 არის რიცხვის წინ:
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.