If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორი წილადის გამრავლება: რიცხვითი ღერძი

სალი წილადების გასამრავლებლად რიცხვით ღერძს იყენებს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

წინა ვიდეოში ვნახეთ, რომ ორ მესამედჯერ ექვსი იყო რიცხვი, რომელსაც რიცხვით წრფეზე იმ შემთხვევაში მივიღებდით, თუ თუ მის ორ მესამედ ნაწილს ავიღებდით. მივიღეთ ოთხი. ამას შეიძლება ასეც შევხედოთ: ოთხი არის ექვსის ორი მესამედი ნაწილი რამდენს ვიღებ ექვსიდან ორი მესამედის აღებით? მოდით, გამოვიყენოთ იგივე იდეა, არა რიცხვისა და წილადის, არამედ ორი წილადის გამრავლებისას. სამი მეოთხედი გავამრავლოთ ერთ მეორედზე. ვიცით, რომ ეს იგივეა, რაც ერთი მეორედი გამრავლებული სამ მეოთხედზე. წარმოსადგენად დავხაზოთ რიცხვითი წრფე. დიდ წრფეს დავხაზავ, რათა მუშაობა გაგვიადვილდეს. ეს არის ნული, ეს კი - ერთი. წარმოვიდგინოთ ნულიდან ერთ მეორედამდე მანძილის სამი მეოთხედი. წრფეზე მოვნიშნოთ ერთი მეორედი ერთი მეორედი ნულიდან ერთამდე მონაკვეთის შუაში მდებარეობს. როგორ დავადგინოთ ამ მანძილის სამი მეოთხედი ნაწილი? პირველ რიგში, შეგვიძლია ერთი მეორედის მეოთხედი ნაწილი ვიპოვოთ. მონაკვეთის ეს ნაწილი დავყოთ ოთხ ტოლ ნაწილად. მოდით მთელი წრფეც მეოთხედებად დავყოთ. ეს იქნება ერთ მეორედამდე მანძილის ერთი მეოთხედი ნაწილი ჩვენ კი გვაინტერესებს სამი მეოთხედი ნაწილი უნდა ავიღოთ 1, 2, 3 მეოთხედი ნაწილი. ეს წერტილი იქნება ერთი მეორედის სამი მეოთხედი ნაწილი. რა რიცხვია ეს? ეს რიცხვით წრფეზე გამოვსახეთ. ახლა ვთქვათ რა რიცხვია ეს. ჯერ წრფე გავყავით ორ ტოლ ნაწილად, შემდეგ თითოეული ნაწილი დავყავით ოთხად გამოვიდა, რომ მთელი წრფე რვა ნაწილად არის დაყოფილი. თითოეული მონაკვეთი ერთი მერვედის ტოლია. ეს იქნება ერთი მერვედი, ეს - ორი მერვედი, ეს კი - სამი მერვედი. ეს სწორედ ის არის, რაც წილადების გამრავლების შესახებ ვისწავლეთ. ნამრავლი უნდა უდრიდეს სამჯერ ერთი შეფარდებული ოთხჯერ ორთან, რაც სამი მერვედი გამოდის. ყველაფერი რაც დავწერეთ ამ წერტილს ეხება. ახლა დავფიქრდეთ, რამდენი იქნება სამ მეოთხედამდე მანძილის ნახევარი? შეგვიძლია ნულიდან ერთამდე მანძილი მეოთხედებად დავყოთ ეს არის 1/4, 2/4, და 3/4. ჩვენ გვინდა სამ მეოთხედამდე მანძილის ნახევარი მივიღოთ. ამ მანძლის გასაგებად ეს მონაკვეთი ორ ტოლ ნაწილად დავყოთ სამი მეოთხედის ნახევარი იქნება ისევ ეს წერტილი, ანუ სამი მერვედი. როგორც ვთქვით, სულ ერთია სამ მეოთხედს გავამრავლებთ ერთ მეორედზე თუ პირიქით, სულ ერთია ერთ მეორედამდე გავივლით სამ მეოთხედ გზას, თუ პირიქით, სამ მეოთხედამდე გავივლი ნახევარ გზას, ამ ყველაფრის ნახაზზე დანახვაც შეგვიძლია, მაინც ერთსა და იმავე პასუხს მივიღებთ. ორივე შემთხვევაში ვიღებთ სამ მერვედს.