If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადების გაყოფა მთელ რიცხვებზე: მეცადინეობა

ისწავლეთ ამოცანის ამოხსნა, რომელიც შეიცავს ერთეულოვანი წილადის მთელ რიცხვზე გაყოფას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ტომი ამ შაბათ-კვირას ფინალური გამოცდებისთვის ემზადება. სამეცადინოდ მან უნდა დახარჯოს უქმეების 1/5. უქმეების რა ნაწილს დახარჯავს ტომი ოთხი საგნიდან თითოეულში მოსამზადებლად თუ თითოეულ საგანზე ერთი და იგივე დრო უნდა დახარჯოს? დროის მთლიანი რაოდენობა, რომელსაც სწავლისთვის გამოიყენებს, არის უქმეების 1/5. და მან უნდა დაყოს ეს ოთხ ტოლ ნაწილად და ზუსტად იმდენი დაახარჯოს თითო საგანს. მოკლედ, 4-ზე უნდა გაყოს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რიცხვზე გაყოფა იგივეა, რაც მის შებრუნებულზე გამრავლება. რა არის ოთხის შებრუნებული რიცხვი? ახლა უნდა გაიხესნოთ< რომ 4 იგივეა, რაც 4/1. ანუ 1/5 გაყოფილი 4/1-ზე იგივეა, რაც 1/5 გამრავლებული 1/4-ზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც1/4-ის 1/5 ან 1/5-ის 1/4, სულერთია. გადავამრავლოთ მრიცხველები. პასუხია 1. შემდეგ ჩვენ ვამრავლებთ მნიშვნელებს , ოთხჯერ ხუთი არის 20. გამოდის, რომ თითო საგანში სამეცადინოთ ტომი უქმეების 1/20-ს დახარჯავს. ახლა ვცადოთ ამის ვიზუალურად გამოსახვა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ტომის მთლიანი უიქენდია. მე დავყავი ის ხუთ ტოლ ნაწილად. და ჩვენ უკვე ვიცით, რომ მისი უქმეების 1/5 სწავლაზე უნდა დაიხარჯოს. სწავლაში გატარაებული დრო უქმეების 1/5-ია. ახლა მან ეს უნდა დაყოს ოთხ ტოლ ნაწილად. გავაკეთოთ. მას აქვს ოთხი საგანი, და თითოეულზე თანაბარი რაოდენობის დრო უნდა დახარჯოს. ის დაყოფს ამ დროს ოთხ ტოლ ნაწილად. რამდენი დრო დახარჯა ერთ საგანზე? თითო საგანი იქნება ეს პატარა სივრცე რომელსაც ყვითლად ვღებავ. და რა არის ეს? უქმეების ერთი მერამდენედია?- რამდენი ტოლი ნაწილია ამ ზომისა უქმეებში? მე დავხაზე ცხრილი. გაქვთ ხუთი რიგი და ოთხი სვეტი. ხუთი რიგი, ოთხი სვეტი, გამოდის 20 ტოლი ნაწილი. კიდევ ერთხელ ვიზუალურად შევხედოთ. ტომი ხარჯავს უქმეების 1/20-ს ოთხი საგნიდან თითოეულზე. ოთხივე საგანზე ჯამში თუ დაიანგარიშებთ გამოვა, რომ მთელი უქმეების 1/5 დაიხარჯება სწავლაზე. მაგრამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, თითო საგანზე ტომი უქმეების 1/20-ს ხარჯავს.