თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

ტოლფასი წილადების განხილვა

გაიხსენეთ ტოლფასი წილადების გამრავლება და სცადეთ რამდენიმე ამოცანის ამოხსნა.

ტოლფასი წილადები

წილადები ტოლფასია, თუ ისინი ტოლია ან ერთსა და იმავე რაოდენობას წარმოადგენს.
გინდათ, ისწავლოთ ტოლფასი წილადების ვიზუალიზაცია? ნახეთ ეს სტატია.

ტოლფასი წილადების გამრავლებით პოვნა

მოდით, ვნახოთ მაგალითი.
რა რიცხვით შეიძლება, შეიცვალოს ქვემოთ a?
23=a12
ჯერ უნდა გავიგოთ, თუ რაზე უნდა გავამრავლოთ 3, რომ მივიღოთ 12:
23×4=12
შემდეგ მრიცხველსაც იმავე რიცხვზე ვამრავლებთ, რაზეც – მნიშვნელს:
23×44=812
23=812, ასე რომ, a შეგვიძლია, 8–ით შევცვალოთ.
გინდათ, მეტი ისწავლოთ ტოლფასი წილადების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
რა რიცხვით შეიძლება, შეიცვალოს ქვემოთ r?
24=r8
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.