ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი (ესგ)
კურსი: მეექვსე კლასი (ესგ) > თემა 4
გაკვეთილი 1: შერეული რიცხვები და არაწესიერი წილადები- შერეული რიცხვებისა და არაწესიერი წილადების მიმოხილვა
- როგორ გამოვიცნოთ 1–ზე დიდი წილადები
- შერეული რიცხვების ჩაწერა არაწესიერი წილადების სახით
- არაწესიერი წილადების ჩაწერა შერეული რიცხვების სახით
- გადაწერეთ შერეული რიცხვები და არაწესიერი წილადები
- მრიცხველების და მნიშვნელების განსაზღვრა
- წილადები რიცხვით ღერძზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
არაწესიერი წილადების ჩაწერა შერეული რიცხვების სახით
სალი 7/4-ს ჩაწერს შერეული რიცხვის სახით. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
7/4
ჩაწერეთ შერეული რიცხვის სახით. ახლა, ეს არის არაწესიერი წილადი. 7 მეტია ოთხზე. ჩავწეროთ
ის, როგორც შერეული რიცხვი. თავიდან გაჩვენებთ ამის
გაკეთების საკმაოდ მარტივ გზას და შემდეგ დავფიქრდეთ,
რას ნიშნავს ის სინამდვილეში. იმისათვის, რომ გავარკვიოთ,
რა შერეულ რიცხვს გამოსახავს 7/4, -- განსხვავებული ფერით დავწერ -- ყველაზე მარტივი
იქნება ოთხის გაყოფა შვიდზე. მოკლედ, 4 გაყავით შვიდზე. მეოთხედებთან თუ გაქვთ საქმე, 4 მოთავსდება
შვიდში ზუსტად ერთხელ. -- ამას სხვა ფერით
გავაკეთებ -- ზუსტად ერთხელ. ერთჯერ 4 არის 4. რამდენია ნაშთი? შვიდს გამოკლებული 4 არის 3. ეს უფრო გასაგებად
რომ დავწერო -- მოდით, ჯერ მაგალითს ამოვხსნი და
მერე დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს -- შვიდში მოთავსდება 4
ერთხელ ანუ, გაქვთ 1 მთელი. გაქვთ 1 მთელი
და რას უდრის ნაშთი? ნაშთი არის 3 -- ეს მოდის აქედან. ეს არის შვიდისა
და ოთხის განაყოფის ნაშთი. სულ დარჩენილი გვაქვს 3/4. ამ გზით გადავაქციეთ არაწესიერი
წილადი შერეულ რიცხვად. შეიძლება, ეს ცოტა ჯადოქრობას
გავდეს, რაც ახლა გავაკეთე. 4 გავყავი შვიდზე,
რომელშიც ერთხელ მოთავსდება, დამრჩა
ნაშთი 3 და მივიღე 1 მთელი და 3/4. რატომ ითვლება ეს სწორად? რატომ აქვს ამას აზრი? დავხაზოთ მეოთხედი. კონკრეტულად, 7 მეოთხედი
და იქნებ, უფრო ნათელი გახდეს. დავხაზოთ
კვადრატი, როგორც მეოთხედი. ეს არის 1/4. ვნახოთ, რა იქნება 7/4. დავაკოპირებ და ჩავსვამ ამას. ახლა მაქვს ორი ცალი 1/4, ანუ, 2/4. ახლა, მაქვს 3 ერთი მეოთხედი. ახლა მაქვს 4 ერთი მეოთხედი. ეს არის ერთი მთელი. მაქვს 4 ერთი მეოთხედი. ეს არის ერთი მთელი. დავიწყებ მეორე მთელს. ახლა მაქვს 5. ახლა მაქვს 6 ერთი მეოთხედი
და ახლა, მაქვს 7 ერთი მეოთხედი. როგორ გამოიყურება ეს? გადავიწერე
7/4 ანუ, 7 ერთი მეოთხედი. -- ეს დავხაზე თქვენთვის -- რას წარმოადგენს ეს? მაქვს 4 მეოთხედი, ეს არის 4/4. ეს არის 3/4. ყურადღება მიაქციეთ,
7/4 არის 4/4 და კიდევ 3/4. რა არის 4/4? 4/4 არის ერთი მთელი. გამოდის,
რომ გაქვთ 1 მთელი და კიდევ 3/4. 3/4 არის ნაწილი და 1 არის მთელი. იმედია, ეს გასაგებია და იმედია,
მიხვდით, რატომ ვაკავშირებთ მათ. რამდენი მთელი გაქვთ? როცა 7 გაყავით ოთხზე მიიღეთ 1, მაშინ დასვით
კითხვა, რამდენი მთელი გვაქვს? მთელი რაოდენობა
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორც მთელი ღვეზელი. რამდენი
ნაჭერი გვაქვს კიდევ დარჩენილი? გვაქვს, 3 ნაჭერი
და თითოეული არის მეოთხედი. ანუ. დარჩენილი ნაწილია 3/4. გამოდის, რომ გვაქვს 1 მთელი
ღვეზელი და კიდევ 3 ნაჭერი თითოეული მათგანი კი არის
დარჩენილი მეოთხედი ნაწილი.