If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შერეული რიცხვების შეკრება: 19 3/18 + 18 2/3

სალი კრებს 19 3/18 + 18 2/3 თითოეული შერეული რიცხვის საერთო მნიშვნელით ჩაწერის საშუალებით. შემქმნელია სალ ხანი.

ვიდეოს აღწერა

შევკრიბოთ, 19 მთელი 3/18 და 18 მთელი 2/3. მინდა, მთელი ნაწილი გამოვყო წილადი ნაწილებისგან. 19 მთელი 3/8 იგივეა, რაც 19-ს დამატებული 3/18. და ამას ჩვენ დავუმატებთ 18 მთელ 2/3-ს, რაც არის იგივე 18-ს დამატებული 2/3. ახლა, შეგვიძლია, ცალკე შევკრიბოთ მთელი ნაწილები. შეგვიძლია, შევკრიბოთ 19 და 18. შეგვიძლია, 19-ს დავუმატოთ 18. შემდეგ, შეგვიძლია, შევკრიბოთ წილადი ნაწილები, დავუმატოთ 3/18 და 2/3. 19/18, საკმაოდ ადვილია. რას უდრის ეს? მოდით, ვნახოთ. 19-ს დამატებული 19 იქნება 38. ეს იქნება ერთით ნაკლები ამაზე. ეს იქნება 37. ეს მაძლევს 37-ს. და შემდეგ, 3/18-ს დამატებული 2/3, მათ შესაკრებად საჭიროა, რომ ჰქონდეთ ერთნაირი მნიშვნელი. 18-ისა და სამის უმცირესი საერთო ჯერადი არის 18. მოდით, გადავაქციოთ 2/3 რაიმე მეთვრამეტედად. 2/3, თუ გვინდა ჩავწეროთ რაიმე მეთვრამეტედის სახით, -- რადგან მნიშვნელი გავამრავლე 6-ზე, მრიცხველიც უნდა გავამრავლო 6-ზე. -- ეს იქნება იგივე, რაც 12/18. მოკლედ, 2/3 შემიძლია, დავწერო 12/18-ის სახით. ახლა შემიძლია, შევკრიბო ეს ორი სიდიდე. ეს უდრის -- მაქვს 37-ს დამატებული -- ეს იქნება, რაღაც შეფარდებული თვრამეტთან. 3-ს დამატებული 12 არის 15, დამატებული 15/18. და ეს შერეული რიცხვის სახით რომ გამოვსახოთ, მივიღებ, 37 მთელ 15/18-ს. ეს რიცხვი არის სწორი პასუხი. შეგვიძლია, მისი მეტად გამარტივება. შეგვიძლია, გავამარტივოთ 15/18. ორივე, მრიცხველიც და მნიშვნელიც, იყოფა 3-ზე. გავყოთ ორივე 3-ზე. ჩვენ არ ვცვლით მნიშვნელობას, რადგან ერთსა და იმავე მოქმედებას ვასრულებთ მრიცხველთანაც და მნიშვნელთანაც. ჩვენ ისევ გვაქვს 37, მაგრამ, ახლა, მრიცხველი არის 5 მნიშვნელი არის 6. გამოდის, რომ მივიღეთ, 37 მთელი 5/6. და დავასრულეთ.