ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი (ესგ)
კურსი: მეექვსე კლასი (ესგ) > თემა 11
გაკვეთილი 4: პარალელური გადატანაშესავალი პარალელურ გადატანაში
ისწავლეთ, რა არის პარალელური გადატანა და როგორ შეასრულოთ ის ჩვენს ინტერაქტიულ ვიჯეტში.
რომ ნახოთ, რა არის გადატანა, მოქაჩეთ წერტილს და გადაიტანეთ სადმე.
მშვენიერია! თქვენ გადაიტანეთ წერტილი. გეომეტრიაში გადატანის შესრულებისას ობიექტი ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ ან მარცხნივ გადადის.
აქ უკვე სცადეთ მონაკვეთის გადატანა მისი შუა ნაწილიდან გადმოწევით და არა — ბოლო წერტილებიდან:
დააკვირდით, რომ მონაკვეთის გადატანისას მისი მიმართულება და სიგრძე არ შეცვლილა. გადატანისას ობიექტები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაგაქვთ; მის ზომას, აგებულებას ან მიმართულებას არ ცვლით.
გადატანის არსი უკვე გვესმის. მოდით, ვნახოთ, როგორ გამოვიყენოთ ის საკოორდინატო სიბრტყეზე.
პარალელური გადატანები საკოორდინატო სიბრტყეზე
კოორდინატები გვეხმარება, რომ უფრო ზუსტი ვიყოთ პარალელურ გადატანებში, რომელთაც ვახორციელებთ.
კოორდინატების გამოყენების გარეშე, ასე შეგვეძლო, გვეთქვა „start color #ca337c, B, prime, end color #ca337c მივიღეთ start color #11accd, B, end color #11accd–ის ქვემოთ და მარჯვნივ გადატანით."
ეს არც ისე ზუსტია. საკოორდინატო სიბრტყეს თუ გამოვიყენებთ, უფრო ზუსტად ვიტყვით: „start color #11accd, B, end color #11accd-ის 5 ერთეულით მარჯვნივ და 4 ერთეულით ქვემოთ გადატანით ვიღებთ start color #ca337c, B, prime, end color #ca337c-ს."
უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, შეგვიძლია, ეს დავახასიათოთ, როგორც open angle, 5, comma, minus, 4, close angle-ით გადატანა.
4-ის წინ უარყოფითი ნიშანი გვეუბნება, რომ ვერტიკალური გადატანა ქვემოთ უნდა შევასრულოთ და არა - ზემოთ. ამის მსგავსად, მარცნივ გადატანის აღსანიშნავად პირველ მნიშვნელობას უარყოფითი ნიშანი აქვს.
საწყისი ფიგურა და ანასახი
ნებისმიერი გარდაქმნის დროს გვაქვს საწყისი ფიგურა, ანუ, ის, რომლის გარდაქმნასაც ვახდენთ და ანასახი, ანუ, გარდაქმნის შედეგი. მაგალითად, ჩვენ მიერ შესრულებულ გადატანაში საწყისი წერტილი იყო start color #11accd, B, end color #11accd, ანასახი წერტილი კი – start color #ca337c, B, prime, end color #ca337c.
დააკვირდით, რომ ანასახს start color #ca337c, B, prime, end color #ca337c დავარქვით - B შტრიხი. გარდაქმნების შესრულებისას ანასახისა და თავდაპირველი ფიგურისთვის ერთსა და იმავე ასოებს იყენებენ და ანასახის აღნიშვნას უბრალოდ შტრიხს უმატებენ.
ვცადოთ რამდენიმე სავარჯიშო
ამოცანა 1
ამოცანა 2
რთული ამოცანა
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- y=3x-5 წრფე პარალელურად როგორ გადავიტანო p(6; -2) ვექტორით?(2 მოწონება)