If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ყუთის ზედაპირის ფართობის პოვნა შლილების დახმარებით

ისწავლეთ, როგორ იპოვოთ ყუთის ზედაპირის ფართობი შლილების დახმარებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

წინა ვიდეოში გამოვთვალეთ ყუთის ზედაპირის ფართობი, ამისთვის ჯერ გავიგეთ მისი თითოეული გვერდის ზედაპირის ფართობი და შემდეგ დავაჯამეთ მიღებული ფართობები. ამ ვიდეოშიც იმავეს გავაკეთებ, მაგრამ ამჯერად ყუთის შლილის დახმარებით. წარმოიდგინეთ, რომ ყუთს ჭრით და შემდეგ ბრტყლად აწყობთ, ეს იქნება შლილი. წარმოიდგინეთ, რომ ყუთს ვჭრით. მაგალითად, ვჭრი აქ, უკან, შემდეგ აი, აქაც და აქაც. ამის შემდეგ ეს ზედა ნაწილი გადმოიხსნებოდა. შემდეგ შემიძლია გავჭრა ეს გვერდი და ეს ქვედა ნაწილი, ეს გვერდიც გადმოიშლება, იგივე შემძლია გავაკეთო ამ გვერდისთვისაც და ესეც გადმოიშლებოდა. ახლა უკანა მხარე. წყვეტილ ხაზს გავავლებ, რადგან ამ მხარეს, წესით, არ უნდა ხედავდეთ, ეს არის ამ ჭრილის შესაბამისი ჭრილი მეორე მხარეს, რომელსაც ვერ ვხედავთ. შევეცდები, უკეთ დავხაზო. შესაბამისი ჭრილი იქნებოდა აქ და ქვემოთაც რა მოხდებოდა თუ ამ ყველაფერს სიბრტყეზე დავალაგებდით? გვექნებოდა ყუთის წინა მხარე, შეძლებისდაგვარად ლამაზად დავხაზავ, ანუ, ყუთის წინა მხარე ასე გამოიყურება შემდეგ გვექნებოდა ეს ზედა ნაწილი, აი, ასეთი რაღაც გვექნებოდა. შემდეგ გვერდები: ეს ერთი და ესეც მეორე. ამის შემდეგ დავხატოთ ყუთის ძირი, დაახლოებით ასე და ბოლოს, ყუთის უკანა მხარე, რომელიც მიმაგრებული იქნება ძირზე, რადგან აქ არ გაგვიჭრია. ესეც ყუთის უკანა მხარე. და აი ისიც, გავაკეთეთ შლილი. სწორედ ამას მივიღებდით, თუ ყუთს დავჭრიდით იმ ადგილებში, რაც ვქვით და შემდეგ დავაბრტყელებდით. როგორ გამოვიყენოთ ეს შლილი ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად? ამისთვის უნდა გავიგოთ ამ ფიგურის ზედაპირის ფართობი. როგორ გავაკეთოთ ეს? საკმაოდ ბვრი ვიცით ფიგურის მისი ზომების შესახებ. ვიცით, რომ არ გვერდის სიგრძეა 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრი გვაქვს აქედან აქამდე, ვიცით ყუთის სიმაღლე, მთელი ეს მანძილი გვჭირდება, ყუთის სიმაღლეა 20 სანტიმეტრი და კიდევ 20 სანტიმეტრი გვაქვს აქ, ანუ, 20 სანტიმეტრი აქ და აი, აქაც. ყუთის სიგანეა სამი სანტიმეტრი, ანუ ესაა სამი სანტიმეტრი და ესეც - სამი სანტიმეტრი. რამდენია ამ ნაწილის ფართობი, რასაც ახლა ვშტრიხავ ლურჯი ფერით? მისი სიგანეა 10 სანტიმეტრი, გამრავლებული... რა არის სიმაღლე? 20-ს დამატებული სამი, დამატებული 20, დამატებული სამი ეს იქნება 40-ს დამატებული ექვსი, ანუ, გამრალებული 46 სანტიმეტრზე, ამ ლურჯ ნაწილზე ვსაუბრობთ, ფართობი ქნება 460 კვადრატული სანტიმეტრი. და ახლა დაგვრჩა ორი ფრთის ფართობი. ეს ფრთა არის 20 სანტიმეტიმეტრი სამ სანტიმეტრზე, ესაა 60 კვადრატული სანტიმეტრი, ანუ, 60 კვადრატული სანტიმეტრი, და ამ ფრთის ფართობიც არის ზუსტად იგივე, ანუ, კიდევ 60 კვადრატული სანტიმეტრი. ახლა ვაჯამებთ ამ ყველაფერს. მივიღებთ... 580 კვადრატულ სანტიმეტრს. ზუსტად იგივე პასუხი მივიღეთ, როცა შლილი არ გამოგვიყენებია. უბრალოდ, კარგია, თუ შეგვეძლება, ორივენაირად გამოვთვალოთ ფართობი: როცა ვიზუალურად წარმოვადგენთ შილის და როცა გონებაში წარმოვიდგენთ, რა უნდა იყოს აქ და არ არის აუცილებელი, ვედავდეთ.