ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი (ესგ)
კურსი: მეექვსე კლასი (ესგ) > თემა 7
გაკვეთილი 4: მოცულობის გაზომვა ერთეულოვანი კუბებითამოცანა გაზომვაზე: ჩაის წვეულება
სალი ხსნი ამოცანას მოცულობაზე (საზომი ერთეულები მოცემულია მეტრული სისტემით), რომელშიც საუბარია მილილიტრებსა და ლიტრებზე. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მერიმ მოამზადა 15 000
მილილიტრი ჩაი წვეულებისთვის, თანაბრად გადაანაწილა ის რვა ფინჯანში
და მიართვა სტუმრებს. მისმა სტუმრებმა დალიეს ექვსი ფინჯანი ჩაი. რამდენი ჩაი დარჩა მერის? დაწერეთ პასუხი, როგორც მთელი რიცხვი
ლიტრებში და მთელი რიცხვი მილილიტრებში. მოდით ცოტა დავფიქრდეთ ამაზე. მას ჰქონდა რვა ფინჯანი.
მოდით გამოვსახავ ამ ფინჯნებს. ვცდი ამ ფინჯნების აქ დახატვას. ეს არის ერთი ფინჯანი.
შევეცდები ლამაზი ფინჯანი გამომივიდეს. ამგვარად, ეს არის ერთი ფინჯანი. თითოეულ
ფინჯანში მან ერთნაირი რაოდენობა ჩაასხა. მოდთ ამას დავაკოპირებ და ჩავსვამ. ასე, ამოვჭრი და ჩავსვამ. მას აქვს რვა ფინჯანი. მაშ ასე,
2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ამგვარად, მას უნდა, რომ ჩაასხას ტოლი
რაოდენობის სითხე თითოეულ მათგანში. ანუ სწორად უნდა გაანაწილოს
15 000 მილილიტრი რვა ფინჯანში. საქმე გვაქვს გაყოფასთან. ის იწყებს 15 000 მილილიტრით
და ყოფს ამ სითხეს რვა ნაწილად. რვა ტოლ ჯგუად ან რვა ტოლ ნაწილად, სადაც თითოეულ ფინჯანში
იქნება ერთი და იმავე რაოდენობა. რვა არ თავსდება ერთში,
15-ში კი მხოლოდ ერთხელ მოთავსდება. ერთხელ რვა არის რვა. გამოვაკლოთ.
15 გამოვაკლოთ რვა არის შვიდი. ასე, რომ ჩამოვიტანოთ ნული. რვა მოთავსდება 70-ში რვაჯერ.
რვაჯერ რვა არის 64. გამოვაკლოთ. მივიღებთ ექვსს.
ჩამოვიტანოთ შემდეგი ნული. რვა თავსდება 60-ში შვიდჯერ.
შვიდჯერ რვა არის 56. გამოვაკლოთ ისევ და ვიღებთ ოთხს. შემდეგ ისევ ჩამოვიტანოთ ნული.
რვა 40-ში ზუსტად ხუთჯერ თავსდება. ხუთჯერ რვა არის ორმოცი
და ნაშთიც არ დაგვრჩა. ასე, რომ თუ 15 000 მილილიტრს
რვა ტოლ ნაწილად გავყოფთ, თითოეულ ფინჯანში
იქნება ზუსტად 1875 მილილიტრი. ეს არის 1875 მილილიტრი. მაგრამ, ეს ის არ არის, რასაც გვთხოვენ. გვეუბნევიან, რომ მისმა
სტუმრებმა დალიეს ექვსი ფინჯანი ჩაი და გვაკითხებიან, თუ
რამდენი ჩაი დარჩა მერის. მაშ ასე, სტუმრებმა დალიეს 1, 2, 3,
4, 5, 6 ფინჯანი. ორი ფინჯანი დავტოვოთ. სულ რამდენი ჩაი იქნება ამ ორ ფინჯანში? ეს იქნება ორჯერ 1875 ან
1875 მილილიტრი გამრავლებული ორზე. გამოვითვალოთ,
თუ რამდენი გამოგვივა. ორჯერ ხუთი არის ათი.
ორჯერ შვიდი არის 14. პლუს ერთი არის 15.
ორჯერ რვა არის 16. პლუს ერთი არის 17. ორჯერ
ერთი არის ორი. პლუს ერთი არის სამი. ამგვარად, მას დარჩა 3750 მილილიტრი ჩაი. ამოცანის მიხედვით, პასუხი უნდა დავწეროთ
მთელი რიცხვებით ლიტრებსა და მილილიტრებში. მოდით გავიხსენოთ,
რომ 1000 მლ ერთი ლიტრის ტოლია. ეს არის დარჩენილი ჩაის
რაოდენობა მილილიტრებში. ეს შეგვიძლია დავწეროთ, როგორც
3000 მილილიტრს პლუს 750 მილილიტრი. ასე იმიტომ დავწერე, რომ 3000 მილილიტრი ზუსტად არის სამი
გამრავლებული 1000 მილილიტრზე. უკვე ვნახეთ, რომ 1000
მილილიტრი უდრის 1 ლიტრს. ამგვარად ეს ნაწილი, სწორედ აქ,
უდრის სამ ლიტრს. ასე, რომ თუ გვინდა დავწეროთ ეს რაოდენობა
მთელი რიცხვებით ლიტრებსა და მილილიტრებში, უნდა დავწეროთ, რომ
ეს არის სამი ლიტრი და 750 მლ.