If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:24

დამოკიდებულების გამოხატვა განტოლების დახმარებით

ვიდეოს აღწერა

ისევ უნდა გავარკვიოთ რამდენს იწონის ეს უცნობი ყუთი, დავიწყებთ ცოტა მათემატიკის გამოყენებით. მათემატიკა ნამდვილად ენაა, რომელიც გვეხმარება იდეების სიმბოლურად წარმოდგენაში რაღაცებს შორის კავშირების წარმოდგენაში. მინდა დაფიქრდეთ: შესძლებთ მათემატიკურად გამოსახოთ სასწორის მხარეებს შორის კავშირი? მინიშნებებს მოგცემთ: ვიცით, რომ მათ აქვთ ერთნაირი წონა, კავშირი ტოლი ნიშნების გამოყენებით დგინდება ეს არის ამის ტოლი, მოგცემთ რამდენიმე წამს ამის გასაკეთებლად. იფიქრეთ ამაზე. რა გვაქვს ამ მხარეს? გვაქვს უცნობი მასა, წარმოვადგენ ამ უცნობ მასას კითხვის ნიშნით. მაგრამ მარცხენა მხარეს მარტო ეს არ გვაქვს: კიდევ გვაქვს სამი კგ. მოდით დავწერ, უბრალოდ დავუმატებ. დავუშვათ, ვეძებთ კილოგრამებს. გვაქვს უცნობი მასა კილოგრამებში პლუს სამი კგ. ეს გავქვს მარცხენა მხარეს. რა გვაქვს მარჯვენა მხარეს? გავქვს: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 კგ. გვაქვს ათი კგ მარჯვენა მხარეს. რა ვიცით კიდევ? ვიცით, რომ სასწორი დაბალანსებულია, ანუ ეს მასა აქ არის ამ მასის ტოლი აქ, რადგან სასწორი დაბალანსებულია. ვიცით, რომ ეს ორი არის ერთმანეთის ტოლი. ჩვენ შევადგინეთ განტოლება. ვიყენებთ კითხვის ნიშანს უცნობად. არ ვიცით, რას იწონის ეს უცნობი მასა. თუ ამას დავუმატებთ სამ კგ-ს, ვნახავთ, რომ ეს ზუსტად იგივეა, რაც ათი კგ. ახლა მინდა გკითხოთ: რა შეიძლება გავაკეთოთ ამ განტოლებით? შეგვიძლია ვიპოვოთ უცნობი, შეგვიძლია გავიგოთ, რა არის უცნობი. ბოლო ამოცანაში ვნახეთ, რომ თუ გვინდოდა გაგვეგო ეს უცნობი მასა, უნდა წაგვეშალა სამიანები, უნდა ეაგვეშალა სამი კგ ორივე მხრიდან. თუ წავშით სამ კგ-ს ერთი მხრიდან, სასწორი აღარ იქნება დაბალანსებული. მერე ვეღარ ვიტყვით, რომ ეს უცნობი მასა არის ამის ტოლი მარჯვნივ. თუ ეს იქნება ამის ტოლი, სასწორი დაბალანსებული იქნება. ბოლო ვიდეოში წავშალეთ სამი კგ ორივე მხრიდან, რათა შეგვენარჩუნებინა წონასწორობა. მათემატიკურადაც ზუსტად იგივეს გავაკეთებთ აქაც. წავშალოთ სამი არა აქედან... თუ წავშლით სამს ერთი მხრიდან, მაშინ ტოლობა დაგვერღვევა. უნდა წავშალოთ სამი ორივე მხრიდან. უნდა წავშალოთ სამი, ანუ გამოვაკლოთ სამი განტოლების ორივე მხრარეს, რათა შევინარჩუნოთ წონასწორობა. მარცხენა მხარეს რა დაგვრჩა? დაგვრჩა ჩვენი უცნობი. სამს მინუს სამი არის ნული. მარცხენა მხარეს დაგვრჩა კითხვის ნიშანი. მარჯვენა მხარეს დაგვრჩა ათს მინუს სამი, რაც არის შვიდი. ათს მინუს სამი უდრის შვიდს. ზუსტად იგივე შედეგი მივიღეთ: კითხვის ნიშანი შვიდის ტოლია. თუ გავაკეთებთ ამას კილოგრამებში, მაშინ ეს შვიდი კილოგრამი იქნება.