ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი (ესგ)
კურსი: მეექვსე კლასი (ესგ) > თემა 2
გაკვეთილი 7: ათწილადების დამრგვალება- დამუშავებული მაგალითი: ათწილადების დამრგვალება უახლოეს ათეულამდე
- ათწილადების დამრგვალება
- ამოცანები ათწილადების დამრგვალებაზე
- ამოცანები ათწილადების დამრგვალებაზე
- წილადიდან ათწილადში დამრგვალებით
- ათწილადების დამრგვალება რიცხვითი ღერძის გამოყენებით
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
დამუშავებული მაგალითი: ათწილადების დამრგვალება უახლოეს ათეულამდე
ისწავლეთ 9.564-ის უახლოეს მეათედამდე დამრგვალება. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
დავამგრვალოთ 9,564 უახლოეს მეათედამდე. მოდით, ოდნავ უფრო დიდი რიცხვებით ჩავწეროთ. ეს რიცხვი მეათედამდე უნდა დავამრგვალოთ. მაშ ასე, სად არის მეთედი? მეათედი არის აი აქ. ეს ციფრი წარმოადგენს 5 მეათედს. ეს არის ერთეულის ადგილი,
ეს არის მეათედის ადგილი, ეს არის მეასედის ადგილი, და ეს არის მათასედის ადგილი. ჩვენ უნდა დავამრგვალოთ
უახლოეს მეათედამდე. თუ ჩვენ ამ რიცხვს გავზრდით ერთი მეათედით
გამოვა 9,6 თუკი უცვლელს დავტოვებთ მაშინ ის 9,5 იქნება ისევე, როგორც
ჩვეულებრივი დამრგვალების დროს როცა მეათედებთან არ გვაქვს საქმე, ჩვენ
ვუყურებთ მარჯვნივ მდებარე ციფრს და ვამბობთ ასეთ რამეს:
არის ეს ციფრი 5 ან 5-ზე დიდი? თუ ასეა, მაშინ 1 ერთეულით გავზრდით,
თუ არა მაშინ უცვლელს დავტოვებთ. 6 ნამდვილად მეტია 5-ზე,
ასე რომ 1 ერთეულით უნდა გავზარდოთ. ასე რომ 9,564 გახდება 9,6 ან 9 მთელი და 6 მეათედი. და ჩვენ გავაკეთეთ!