If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადის 10-ის ხარისხზე გაყოფა

სალი საუბრობს იმაზე, თუ რატომაა აზრიანი 10-ის ხარისხზე გაყოფისას მძიმის მარცხნივ გადატანა. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ გვთხოვენ 99.061 ის, ან 99-ისა და 61 მეათასედის 100-ზე გაყოფას. ამის ამოხსნის რამდენიმე გზა არსებობს. მაგრამ, ამ ვიდეოში მე შედარებით სწრაფი გზის გამოყენებას ვაპირებ. იმედი მაქვს, თქვენც გამოგადგებათ. ჩვენი მიზანი ისიც არის, რომ ეს მეთოდი გამოსადეგი იყოს თქვენთვის. მოდით, უბრალოდ ცოტა ვიფიქროთ ამაზე. გვაქვს 99.061. თუ ჩვენ მას გავყოფთ 10ზე, წერტილს გამოვკვეთ. რას მივიღებთ მისი ათზე გაყოფით? კარგი, ჩვენ აუცილებლად გადაავადგილებთ მძიმეს ერთი ადგილით მარცხნივ, და უყურეთ: ახლა 99-ზე ოდნავ დიდი რიცხვი გვაქვს თუ 99-ს გაყოფთ 10ზე, გექნებათ 9–ზე ცოტა დიდი რიცხვი. ათზე გაყოფისას ხომ მძიმე ერთი ერთეულით მარცხნივ გადაგაქვთ. ეს 9,9061-ის ტოლი იქნება. თუ თქვენ მას 100-ზე გაყოფთ, და ამოცანაც ამას გვთხოვს, ანუ, თუ გავყოფთ 99,061-ს 100–ზე.... თუ გადავაადგილებთ მძიმეს ერთი ერთეულით მარცხნივ, გამოვა, რომ ათზე გავყავით. თუ რიცხვს 100–ზე ვყოფთ, მაშინ კიდევ ერთხელ უნდა გავყოთ 10-ზე. ანუ, ორჯერ გადავაადგილოთ წერტილი. ერთხელ და მეორედ. ახლა მძიმე პირველი 9-იანის წინ დგას. რაც ასევე გასაგებია, 99 ხომ თითქმის ასის ტოლია. ის ოდნავ ნაკლებია ასზე. ასე რომ, თუ თქვენ ყოფთ მას ასზე, ეს ცოტათი ნაკლები იქნება 1-ზე. თუ გადადგილებთ მძიმეს ორი წერტილით მარცხნივ, იმიტომ რომ ჩვენ მას ვყოფთ 10–ზე ორჯერ თუ ასე იფიქრებთ ამაზე, მაშინ, მძიმეს 99–ის წინ დავწერთ. და მივიღებთ ჩანაწერს ".99061", იმისთვის, რომ რიცხვი უკეთ აღვიქვათ, მას წინ ნული უნდა დავუწეროთ. ნულს მარჯვენა მხრიდან მივუწერთ. ახლა ამაზე ფიქრის ერთი გზას გეტყვით. თუმცა, მე მინდა ყოველთვის წარმოიდგინოთ რომ მძიმის მარცხნივ გადაადგილებთ თქვენ რიცხვს ათზე ჰყოფთ. ხოლო მისი მარჯვნივ გადაადგილება რიცხვის ათზე გამრავლებას ნიშნავს. ზოგჯერ ადამიანების ამბობენ, ჰეი, შეხედე, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ნულების რაოდენობა დათვალოთ. და თუ, როგორც ამ მაგალითშია, ასზე ყოფთ ასს კი ორი ნული აქვს, მაშინ გაყოფისას მძიმესაც მარცხნივ ორით გადავაადგილებთ. ეს აბსოლუტურად სწორია. შეგიძლიათ, ასეც მოიქცეთ: ეს ამოხსნის სწრაფი გზაა. თუ გამყოფს ექნებოდა 20 ნული, მაშინ წილადის ნიშანსაც 20 თანრიგით გადაწევდით. მაგრამ, მე მინდა კარგად დაფიქრდეთ, რატომ მუშაობს ეს მეთოდი. რა უდევს საფუძვლად? რატომ იღებთ სწორ პასუხს? მას მნიშვნელობას ის ანიჭებს, რომ თუ აიღებთ რაღაცას, რაც თითქმის ასის ტოლია, და გაყოფთ მას ასზე, თქვენ მიიღებთ რაღაცას, რაც თითქმის ერთი ტოლი იქნება. ამას თუ ხვდებით, მარტივად შეამოწმებთ, სწორი მიმართულებით გადაადგილებთ თუ არა მძიმეს. რადგან, თუ თქვენ ამას ხუთი, ათი წლის მერე ცდიდით, შეიძლება თქვენი მეხსიერება , გეტყვი: ჰეი, მოიცადე, საით გადაავაადგილო მძიმე? მარჯვნივ თუ მარცხნივ? შემოწმებით კი დაადგენთ, რომ თუ მე ასზე ვყოფ, ანუ, უფრო პატარა რიცხვი უნდა მივიღო, რაც ნიშნავს, რომ მძიმე მარცხნივ გადავა; ესე ხომ ნაკლებ მნიშვნელობას ვიღებ. მე რომ ასზე გამემრავლებინა, უფრო დიდ მნიშვნელობას მივიღებდი. მძიმის მარჯვნივ გადაადგილება კი სწორედ რომ უფრო დიდ რიცხვს გვაძლევს.