If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წევრები, მამრავლები და კოეფიციენტები: მიმოხილვა

გადახედეთ წევრებს, მამრავლებსა და კოეფიციენტებს და სცადეთ რამდენიმე სავარჯიშო. 

წევრები

წევრები არის რიცხვები, ცვლადები ან რიცხვისა და ცვლადის ნამრავლი.
წევრების მაგალითები:
  • 5
  • 9a
  • y

მამრავლები

მამრავლი ნამრავლის ერთი ნაწილია.
მამრავლების მაგალითები:
8x წევრში მამრავლები არის 8 და x.
cde წევრში მამრავლები არის c, d და e.

კოეფიციენტები

კოეფიციენტი არის ცვლადზე გამრავლებული რიცხვი.
კოეფიციენტის მაგალითები:
14c წევრში კოეფიციენტი არის 14.
g წევრში კოეფიციენტი არის 1.
გინდათ, მეტი ისწავლოთ წევრების, მამრავლებისა და კოეფიციენტების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
რა არის 7y წევრის კოეფიციენტი 9+7y გამოსახულებაში?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • წესიერი წილადი, მაგალითად 1/2 ან 6/10
  • არაწესიერი წილადი, მაგალითად 10/7 ან 14/8
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.