If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დააჯგუფეთ მსგავსი წევრები

სალი ხსნის, რატომ არის 4a + 2a = 6a რამდენიმე გზით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვთქვათ, დაიწყეთ სამი ვაშლით და შემდეგ, მე თქვენ მოგეცით კიდევ 7 ვაშლი. მე გეკითხებით, -- ეს შეიძლება, ადვილი მისახვედი იყოს, -- რამდენი ვაშლი გაქვთ ახლა? და მე მოგცემთ დროს, რომ დაფიქრდეთ ამაზე. ეს ძალიან ელემენტარულია. თქვენ კრებთ 3 ვაშლს, ახლა, მე ვაპირებ მოგცეთ თქვენ კიდევ 7. თქვენ ახლა გაქვთ სამს დამატებული 7. თქვენ ახლა გაქვთ 10 ვაშლი. მაგრამ, ვთქვათ, მინდა, იგივენაირად ვიფიქრო მაგრამ, მეზარება, რომ დავწერო სიტყვა "ვაშლები" ვთქვათ, სიტყვა "ვაშლების" დაწერის ნაცვლად, გამოვიყენებ მხოლოდ ასო a-ს. ვამბობ... ვთქვათ... და ეს არის...განსხვავებული შემთხვევა... თქვენ დაიწყეთ 4 ვაშლით და მე კიდევ დაგიმატეთ 2 ვაშლი. რამდენი ვაშლი გაქვთ თქვენ ახლა? "ვაშლების" დაწერის ნაცვლად, ვაპირებ დავწერო ასო "a" აქ. მოკლედ, რამდენი a გაქვთ ახლა? კიდევ ერთხელ, რამოდენიმე წამს მოგცემთ, რომ დაფიქრდეთ. ეს შეიძლება, უფრო გასაგები ყოფილიყო თქვენთვის რომ გქონოდათ ეს 4 ვაშლი, რასაც არ უნდა გამოსახავდეს ეს a, თუ გაქვთ 4 მათგანი და კიდევ ამატებთ ორს, გექნებათ 6 ვაშლი. კიდევ ერთხელ, ჩვენ დავიწყეთ დაშვებით, რომ a გამოსახავს ვაშლებს მაგრამ, მათ შეეძლოთ, გამოესახათ ნებისმიერი რამ. თქვენ რომ გქონდეთ 4 რაღაც, რასაც a გამოსახავს და გქონდეთ კიდევ 2 რაღაც, რასაც a გამოსახავს, ახლა გექნებოდათ 6 რაღაც, რასაც a გამოსახავს. ან თუ იფიქრებთ მასზე, როგორც რომ გქონდეთ 4 a და შემდეგ, დაამატოთ კიდევ 2 a, მე მექნება 6 a. შეგიძლიათ, იფიქროთ 4 a-ზე, როგორც a-ს დამატებული a, დამატებული a დამატებული a. და თუ ამას დავუმატებ კიდევ 2 a-ს ანუ, დამატებული a-ს დამატებული a. ეს არის 2 a, აი, აქ. რამდენი a მაქვს ახლა? ეს არის 1, 2, 3, 4, 5, 6. მე ახლა მაქვს 6 a. ვიფიქროთ მასზე ამ მხრივ და ავიღოთ ცოტა აბსტრაქტული რამ. ვთქვათ, რომ მაქვს 5 x, რასაც არ უნდა გამოსახავდეს x. x შეიძლება იყოს რაიმე რიცხვი... ასე რომ, მაქვს 5 ის, რაც არის რიცხვი და ამას ვაკლებ ორ იმას, რაც არის ეს რიცხვი. როგორ გამოითვლება ეს? რამდენი ასეთი x მექნება ახლა? არსებითად, 5x-ს გამოკლებული 2x, რამდენზე გამრავლებული x იქნება. კიდევ ერთხელ, მოგცემთ რამოდენიმე წამს, რომ დაფიქრდეთ ამაზე. თუ მაქვს 5 რაღაც და ვაკლებ მათ ორს, მე დამრჩება 3 ის რაღაც. ასე რომ, ეს იქნება 3x-ის ტოლი. 5x-ს გამოკლებული 2x უდრის 3x-ს. თუ მართლა ფიქრობთ, ეს რას ნიშნავს, 5 x არის უბრალოდ x-ს დამატებული x, დამატებული x, დამატებული x-ს დამატებული x. და შემდეგ, ჩვენ ვაკლებთ მათ 2 x-ს. ჩვენ ვაკლებთ მათ 2 x-ს. ვაკლებთ ერთ x-ს, ვაკლებთ 2 x-ს. დაგრჩათ.. თქვენ დაგრჩებათ 3 x.