ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი (ესგ)
კურსი: მეექვსე კლასი (ესგ) > თემა 9
გაკვეთილი 6: ცვლადიანი გამოსახულებების შედგენა- შეფარდებებზე ამოცანების ცხრილებით ამოხსნა
- დაწერეთ უმარტივესი ცვლადიანი გამოსახულებები
- დაწერეთ უმარტივესი ცვლადიანი გამოსახულებები
- ამოცანები გამოსახულებების ჩაწერაზე
- ამოცანები გამოსახულებების ჩაწერაზე
- ფრჩხილებიანი გამოსახულებების ჩაწერა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
დაწერეთ უმარტივესი ცვლადიანი გამოსახულებები
ისწავლეთ ისეთი ფრაზების გამოსახულების სახით ჩაწერა, როგორიცაა "3 მეტია x-ზე."
რაში გვჭირდება მათემატიკა, თუკი რაღაცების დახასიათება სიტყვებით შეგვიძლია?
ალგებრული გამოსახულებები მოსახერხებელია, რადგან ისინი გამოსახულების მნიშვნელობას წარმოადგენს ცვლადის ნებისმიერი შესაძლო მნიშვნელობისთვის.
ხანდახან, მათემატიკაში, გამოსახულების აღწერა (გამოხატვა დახასიათება) სიტყვებითაც შეგვიძლია. მაგალითად, ფრაზა
"ხუთზე ორით მეტი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც გამოსახულება
5, plus, 2.
ამგვარად, როცა სიტყვებით აღვწერთ ცვლადის შემცველ გამოსახულებას, ჩვენ აღვწერთ ალგებრულ გამოსახულებას, გამოსახულებას ცვლადით.
მაგალითად,
"x-ზე სამით მეტი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც ალგებრული გამოსახულება
x, plus, 3.
მაგრამ რატომ? რად გვინდა მათემატიკა, თუკი ბევრი რამის აღწერა და დახასიათება სიტყვებით შეგვიძლია? საქმე ისაა, რომ მათემატიკა უფრო ზუსტია და მასთან მუშაობა უფრო ადვილია. რაც უფრო საფუძვლიანად შევისწავლით ალგებრას, მით უფრო ხშირად უნდა დაუსვათ თქვენ თავს ეს კითხვა.
მიმატების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის იდეების სხვადასხვა სიტყვებით გამოხატვა
აი, ამ ცხრილში წარმოდგენილია თითოეული მოქმედების აღმნიშვნელი ხშირად გამოყენებული სიტყვები:
მოქმედება | სიტყვები | ალგებრული გამოსახულების მაგალითი |
---|---|---|
შეკრება | მიმატება, პლუს, ჯამი, ...-ით მეტი, გაიზარდა ..-ით | x, plus, 3 |
გამოკლება | გამოაკლდა, მინუს, სხვაობა, ...-ით ნაკლები, შემცირდა ...-ით | p, minus, 6 |
გამრავლება | გამრავლებული, ...-ჯერ, ნამრავლი | 8, k |
გაყოფა | გაყოფილი, განაყოფი | a, divided by, 9 |
მაგალითად, სიტყვა ნამრავლი გვეუბნება, რომ გამოვიყენოთ გამრავლება. შესაბამისად, ფრაზა
"რვისა და k-ს ნამრავლი"
შეიძლება ჩაიწეროს, როგორც
8, k.
მოდით, უფრო რთული მაგალითი გავარჩიოთ
დაწერეთ გამოსახულება წინადადებისათვის: „m შემცირდა 7-ით".
დააკვირდით, რომ ფრაზა „შემცირდა ...-ით", გვეუბნება, რომ გამოკლება უნდა გამოვიყენოთ.
ესე იგი, გამოსახულება იქნება m, minus, 7.
ვცადოთ რამდენიმე სავარჯიშო!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.