If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

იპოვეთ თქვენი მოსწავლეებისთვის შესაფერისი მასალა

გაიგეთ, როგორ მოძებნოთ, აირჩიოთ და დაავალოთ თქვენი ცალკეული მოსწავლეებისთვის შესაფერისი რესურსები და სავარჯიშოები.  
ათასობით სავარჯიშო, სტატია და სასწავლო ვიდეო მოიცავს თემებს მეთორმეტეკლასამდელი მათემატიკით დაწყებული, ბიოლოგიით, გრამატიკით, კომპიუტერული მეცნიერებით, ისტორიითა და კიდევ მრავალით დამთავრებული. ამგვარად, ხანის აკადემია ნებისმიერი კლასის მოსწავლეებს გამოადგებათ. მაგრამ როგორ უნდა იპოვოთ საუკეთესო რესურსები ცალკეული მოსწავლეებისთვის?

შეარჩიეთ კურსი თითოეული კლასისთვის

დარწმუნდით, რომ კლასის შექმნისას საგანსაც ირჩევთ. საიტის ზედა მარცხენა კუთხეში დააწკაპუნეთ „კურსს“ და გაეცანით იმ საგნებს, რომლებსაც ჩვენი რესურსები მოიცავს. თქვენ მიერ საგნის არჩევა გვეხმარება, შემოგთავაზოთ ის რესურსები, რომლებიც ყველაზე მეტად უკავშირდება ამ კურსს.
შენიშვნა: კურსის შერჩევა ხელს არ შეუშლის მოსწავლეებისთვის სხვა კონტენტის დავალებად მიცემას ან მათ მიერ საიტის სხვა ნაწილების გამოყენებას.
შეგიძლიათ, ნებისმიერი მასალა აირჩიოთ საიტზე — თქვენი კურსის ფარგლებში ან მის გარეთ — და დავალებად მისცეთ იგი ცალკეულ სტუდენტებს ან მთელ კლასს.
აგრეთვე ყოველთვის შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი კლასისთვის არჩეული კურსი: გადადით კლასის „პარამეტრებში“ („ადმინის“ ქვემოთ, გვერდითა ზოლში) და დააჭირეთ „კურსის შეცვლას“.

დავალების მასალების მოძებნა

ვარიანტი 1: დაათვალიერეთ საგნის მასალები

ხშირ შემთხვევაში გენდომებათ იმ მასალის დავალებად მიცემა, რომელსაც მოსწავლეები გადიან თქვენს კლასში.
ვთქვათ, მე ვარ ფიზიკის მასწავლებელი და მოსწავლეებს ნიუტონის მოძრაობის კანონებს ვასწავლი.
პირველ ყოვლისა, გადავალ ფიზიკის მთავარ გვერდზე, ჩამოვალ ქვემოთ, სანამ არ ვიპოვი იმ მასალას, რომელიც ნიუტონის მოძრაობის კანონებს მოიცავს. ეს მასალა მესამეა ხანის აკადემიის ფიზიკის კურიკულუმში.
ფიზიკის მასალები; ისარი მიუთითებს თემაზე — ძალები და ნიუტონის მოძრაობის კანონები.
შემდეგ „ისწავლეთ“ და „ივარჯიშეთ“ განყოფილებების რესურსებში მოვძებნი სათაურებს, რომლებიც ნიუტონის მოძრაობის კანონებს შეესაბამება. შესაძლოა, ვეძებდე ვიდეოებისა და სტატიების ნარევს, რომ დავავალო ისინი მოსწავლეებს, რათა მოძრაობის სამი კანონი უფრო კონცეპტუალურად გაიაზრონ. ნაცვლად იმისა, რომ ავირჩიო ბმული „უფრო მეტი ნიუტონის მეორე კანონზე“, მე დავავიწროებ ჩემს დავალებებს იმ ვიდეოებამდე, რომლებსაც, მაგალითად, ასეთი სათაური აქვთ: „ნიუტონის დინამიკის მეორე კანონი“.
ამგვარად, დავალებად შევარჩევ ამ ექვს რესურსს:
გაკვეთილი: ნიუტონის მოძრაობის კანონები. ექვსი სასწავლო მასალა არის აღნიშნული ჩარჩოთი.
ან შესაძლოა, ჩემმა მოსწავლეებმა უკვე ისწავლეს მოძრაობის კანონები და ისინი მზად არიან, უფრო მეტი სავარჯიშო ამოცანა ამოხსნან, რათა გაიღრმავონ ცოდნა. ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ სავარჯიშო მაგალითებს მივცემ:
გაკვეთილი: ნიუტონის მოძრაობის კანონები. სამი სავარჯიშო არის აღნიშნული ჩარჩოთი.

ვარიანტი 2: მოძებნეთ თემა ან რესურსი

შესაძლოა, ზოგჯერ გსურდეთ, მოსწავლეებს ვიდეო ან სავარჯიშო დაავალოთ იმ კურსიდან ან კლასის საფეხურიდან, რომელიც განსხვავდება თქვენი ოფიციალური კლასის კურსისგან. ან, უბრალოდ, არ იცოდეთ, ხანის აკადემიის რომელ ნაწილშია განთავსებული ცალკეული რესურსი თუ თემა.
ვთქვათ, თქვენ ხართ მე-7 კლასის მათემატიკის მასწავლებელი, მაგრამ თქვენს კლასს ქვეშმიწერით გაყოფა უჭირს. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საიტის ზედა მარცხენა კუთხეში არსებული საძიებო ველი, რათა შესაბამისი რესურსი იპოვოთ. ჩაწერეთ საძიებო ველში „ქვეშმიწერით გაყოფა“.
ხანის აკადემიის ძებნის ველი; ისარი მიუთითებს ტექსტის შეყვანის ველზე.
შედეგების ამოგდების შემდეგ შეგიძლიათ, დაახარისხოთ ისინი ტიპის მიხედვით. ამისთვის საკმარისია, დააწკაპუნოთ რესურსის ტიპს აქ:
„ქვეშმიწერით გაყოფის“ ძებნის შედეგები; ჩანართები „ვიდეოები“, „სტატიები“, „სავარჯიშოები“ და „პროგრამები“ ჩარჩოთი არის აღნიშნული.
გაეცანით რესურსს. თუკი მოგეწონებათ, შეგიძლიათ, დავალებად მისცეთ იგი მოსწავლეებს.

ვარიანტი 3: მოძებნეთ Common Core-ის სტანდარტების მიხედვით (მხოლოდ მათემატიკის მასწავლებლებისთვის)

შესაძლოა, ისეთ რესურსს ეძებდეთ, რომელიც Common Core-ის ცალკეულ სტანდარტებს შეესაბამება მათემატიკისთვის. ვთქვათ, თქვენ ხართ მე-4 კლასის მასწავლებელი და ასწავლით მნიშვნელების გამოყენებით შერეული რიცხვების მიმატებასა და გამოკლებას NF.B.3c სტანდარტით.
თავდაპირველად გადადით www.khanacademy.org/commoncore-ზე და დააჭირეთ „ჩვენი Common Core-ის დათვალიერებას“.
Common Core-ს პირველი გვერდის ინტერფეისი; ისარი მიუთითებს ღილაკზე — „Browse our common core map“.
შემდეგ დააჭირეთ შესაბამისი კლასის საფეხურს. გამოიყენეთ მარცხენა პანელი, რათა სწრაფად გადახვიდეთ შესაბამისი სტანდარტის მწკრივზე. ამ სტანდარტისთვის ასეთი მწკრივია „რიცხვები და მოქმედებები: წილადები“, რაც სტანდარტის სათაურის დასაწყისშია აღნიშნული NF-ით.
ჩამოდით ქვემოთ, სანამ არ იპოვით სასურველ სტანდარტს. თქვენ იხილავთ ხანის აკადემიის ყველა იმ სავარჯიშოს მიმოხილვას, რომლებიც ამ სტანდარტს შეესაბამება. სავარჯიშოებს თუ დააწკაპუნებთ, აგრეთვე ნახავთ მათთან დაკავშირებულ ვიდეოებსა და სტატიებს, რათა დავალებად მისცეთ ისინი თქვენს მოსწავლეებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.