If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ვარჯიში კლასში

ნამდვილი მასწავლებლები გვაჩვენებენ, როგორ იყენებენ ხანის აკადემიას სავარჯიშოდ.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

კლასში მუშაობა ნაწილი პირველი: გაკვეთილის გეგმაზე მორგებული ვარჯიში ჩემი სახელია ემი ფორსაითი მე ვასწავლი გეომეტრიასა და გაძლიერებულ გეომეტრიას მეისონის საშუალო სკოლაში ეს ჩემი 27-ე წელია ჩვენი სკოლა ყველაზე დიდი საშუალო სკოლაა ოჰაიოში ის მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს და მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს, რათა არავინ დარჩეს უყურადღებოდ. ჩემი, როგორც მასწავლებლის, მთავარი მიზანია, დავრწმუნდე, რომ ყველას ესმის, რომ მათ შეუძლიათ სამუშაოსთან გამკლავება. ზოგს ამისთვის უფრო მეტი ვარჯიში სჭირდება ვიდრე სხვებს, მაგრამ ჩვენ ამას მოვახერხებთ. 10,000-ზე მეტი სავარჯიშო, ვიდეო და სტატია არის ხანის აკადემიაზე გაკვეთილების დაგეგმვისას, პირველ ყოვლისა, ხელმისაწვდომ რესურსებს ვეძებ ხანის აკადემიაზე თუ სხვაგან. ამიტომ, როდესაც ხანის აკადემიაზე ისეთ თემებს ვპოულობ, რომლებიც ჩემი კვირის გეგმას შეესაბამებიან, ვცდილობ, მათი გამოყენების საუკეთესო გზაც ვიპოვო. ჩვეულებრივ, გაკვეთილის დროს მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ ერთი ან რამდენიმე თემა და ისინი ამ თემებზე მუშაობენ. მიეცით მოსწავლეებს ვიდეოები და სტატიები თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის ზოგი მოსწავლე პირდაპირ სავარჯიშოებზე გადასვლას ახერხებს რადგან მანამდე მთელმა კლასმა უკვე გაიარა მასალის ნაწილი სხვა მოსწავლეებს კი ზოგჯერ ცოტა მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, რისთვისაც მათ შეუძლიათ, უყურონ ვიდეოს და მიიღონ დამატებითი დახმარება სანამ თვითონაც გადავლენ სავარჯიშოებზე. მოუწოდეთ მოსწავლეებს რომ გამოიყენონ მინიშნებები ვინაიდან მოსწავლეები ჩემზე ბევრად მეტნი არიან მათ ყოველთვის ვეუბნები: „თუკი შეკითხვას ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ, დააწკაპუნოთ ღილაკს „მინიშნება მჭირდება!“ ამგვარად ისინი დახმარებასაც იღებენ და იმასაც იგებენ, სწორად შეასრულეს სავარჯიშო თუ არა. - როდესაც ამოცანას არასწორად ამოხსნი, ჩნდება წარწერა: „თითქმის. გსურთ დახმარების გამოყენება?“ და შემდეგ, როდესაც სწორად გასცემთ პასუხს, პატარა კონფეტი ჩნდება და შენც გახარებული ხარ. ფიქრობ, „არის, სწორად ამოვხსენი“ - ისე არაა, რომ მოსწავლეები 30 სავარჯიშოს აკეთებდნენ და მერე აცნობიერებდნენ „უი, არ ვიცი, რას ვაკეთებ და ეს ცუდ ჩვევად მექცა“. - თუკი რაიმე არ მესმის და მის ფორსაითი ვიღაც სხვასთან მუშაობს იმ მომენტში, მასალაში გარკვევა ჩემითაც შემიძლია ამ საიტზე, ნაცვლად იმისა, რომ მას დაველოდო და დრო ფუჭად დავხარჯო. თვალყური ადევნეთ აქტივობას მწვრთნელის მართვის პანელიდან ამ დროს მე მათ ვეხმარები, ჩემს კომპიუტერში ვადევნებ თვალს და ვხედავ ვინ რას და რამდენად წარმატებით აკეთებს და თუ საჭიროა, მეც ვერთვები ხოლმე. რას ფიქრობ, ეს პატარა ნაწილი რომ ამოიღო და გაშალო? სწორედ ამას დაინახავ. - კარგი - ტექნოლოგიას არ შეუძლია მასწავლებლის ჩანაცვლება საკლასო ოთახში. ხანის აკადემია მეხმარება საქმიანობაში. ის მისი ჩამნაცვლებელი არ არის. როგორც ხედავთ, მათ ჩვენ იქამდე მივყავართ, რომ ამ ცილინდრს განვიხილავთ, როგორც ორ წრეს -ჩემსას წრეები აკლია- და მართკუთხედს. რუტინული ამოცანებისთვის ხანის აკადემიის გამოყენება მაძლევს საშუალებას ვიმუშაო უშუალოდ მოსწავლეებთან და მაძლევს საშუალებას, უფრო დაწვრილებით დავინახო და გავაანალიზო მათ მიერ დაშვებული შეცდომები. ან, თუკი ისინი არ უშვებენ შეცდომებს, რა შეუწყობს მათ ხელს შემდეგ დონეზე გადავიდნენ ან რა მიმართულება უნდა აიღონ მათ. ნაწილი მეორე: ყველაზე რთული ამოცანის ტექნიკა ჩემი სახელია ვენდი ინგლერი და მე ვასწავლი ალგებრა I-ს მე-9 კლასელებს და ალგებრა II-ს მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებს უკვე 11 წელია ვასწავლი და ვიცი ის პრობლემები, რომლებიც ხშირად აქვთ მოსწავლეებს, თუმცა ხშირად მოულოდნელია ხოლმე ის, თუ რა უჭირს კონკრეტულ კლასს და რა მცდარი წარმოდგენები აქვთ მოსწავლეებს. ერთ-ერთი ფუნქცია, რომლის გამოყენებაც მიყვარს არის ანგარიში, რომელიც მიჩვენებს იმ მოსწავლეების რაოდენობას რომლებმაც ცალკეულ შეკითხვას სწორად უპასუხეს. ცალკეულ ამოცანაზე ის მიჩვენებს, რომ მას მხოლოდ 33%-მა გასცა სწორად პასუხი. ან 100%-მა გასცა სწორად პასუხი ამგვარად, შემიძლია, მაგალითად ავიღო ყველაზე გაუგებარი ამოცანა ან ამოცანები და მთელი კლასის წინაშე გავუშვა პროექტორზე შემდეგ კი ერთად განვიხილოთ თუ როგორ უნდა ამოიხსნას ის. ახლა პირველი სავარჯიშოდან ავიღე ის ამოცანა რომელიც ყველაზე გაუგებარი იყო ამ კლასში ამიტომ, ბავშვებო, მეორე გვერდზე, გვერდის ბოლოში რომ წერია „ყველაზე გაუგებარი“ დაწერეთ ეს ამოცანა: log ფუძით ათი 10,000-დან. შეგიძლიათ, ჯერ განხილვა დაიწყოთ თქვენს მერხზე მჯდომთან და წყვილებში გაარჩიოთ იგი. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს ზუსტად ეს ამოცანა მოუვიდა ეს ის ამოცანაა, რომელშიც, ვთქვათ, ორი რაღაცა ხარისხით უდრის... (მოსწავლეები საუბრობენ) ოთხი ნული, რათა პასუხი იყოს 40. ზუსტად. ესე იგი, ოთხი მივიღეთ. ანუ მხოლოდ ნულების დათვლაა საჭირო. კარგია. ყველაზე გაუგებარი ამოცანების ნახვა მაძლევს იმის შესაძლებლობას, გავიგო თუ რა თემაზეა ეს მცდარი წარმოდგენები და იქვე და მაშინვე განვიხილო ისინი, სანამ უფრო დიდ გაუგებრობებად და უფრო დიდ პრობლემებად არ გადაიქცევიან მასალაში. გაიგეთ მეტი: ka.khanacademy.org/resources