If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დიფერენციაცია და ინკლუზია

რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მოარგეთ მასალა თითოეულ მოსწავლეს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დიფერენცირება და წინარე ცოდნაში ჩავარდნების შევსება დილა მშვიდობის! დიფერენციაცია ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ყველა ბავშვი ერთ დონეზე არ არის. ზოგი წინაა, ზოგი კი – ჩამორჩება. ამ დროს მე საშუალო დონეზე ვასწავლი. რა გამოდის? წინ მყოფები მოწყენილად არიან და ჩამორჩენილებს ყურები აქვთ ჩამოყრილი, რადგან მასალა არ ესმით. მაგრამ ხანის აკადემიამ სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში მეხმარება. - ყველა განსხვავებული დონითა და ტემპით მუშაობს და ეს [ხანის აკადემიაზე] შენს ტემპში არის. - ხანის აკადემია მაძლევს საშუალებას ყველა დონის მოსწავლესთან -ფაქტობრივად- ერთდროულად ვიმუშაო. რადგან შემიძლია დავაჯგუფო. ზოგი რთულ მასალაზე მუშაობს ან იმეორებს, ზოგი – სხვა საქმითაა დაკავებული. - რა არის ეს პრინციპი? გამოიყენეთ რეალური დროის მონაცემები მიზანმიმართული სწავლებისთვის წინარე ცოდნაში ჩავარდნების შევსებისთვის ანგარიშებსა და შედეგებს ვუყურებ რომ მივხვდე, რა უნდა ვასწავლო ხელახლა. - ეს საშუალებას მაძლევს, თვალი ვადევნო მათ რეალურ პროგრესს. მე ზუსტად ვიცი, რა ეტაპზეა მოსწავლე რამდენი ცდა დასჭირდათ პასუხის მისაღებად და რეალური მონაცემებით ვიგებ, რომ მათ რამე ეშლებათ. ვთქვათ, მოსწავლეს ეშლება მთელი რიცხვები. შემიძლია, მხოლოდ მას მივცე სავარჯიშო და თვალი ვადევნო პროგრესს. ეს საოცარია, რადგან მერე ხვდებიან: „მოიცა, აი, რა არმესმოდა“ და მე ვხედავ, სად უშვებენ შეცდომას და როდის სჭირდებათ ჩემი დახმარება. შექმენით და იმუშავეთ პატარა ჯგუფებთან დიფერენცირებული მიდგომისას დავალების მიცემის მერე და რომ ჩამაბარებენ, შევალ ანგარიშების ჩანართში და ვნახავ თითოეული მათგანის ქულას ამ დავალებაში და შევძლებ, შევქმნა პატარა ჯგუფები, რომელთანაც უნდა გავიმეორო საკითხი. მე ვხედავ, რომელი შეკითხვები ან სტანდარტები შეეშალათ და ვიცი, რომ აი, ამ ჯგუფმა ამ კონკრეტულ სტანდარტზე უნდა იმუშაოს ან პროცედურების ცოდნა უნდა გაიმყაროს. სხვა ჯგუფს შეიძლება, უბრალოდ ამოცანის პირობის უკეთ გააზრება სჭირდებოდეს. ზოგისთვის ძალიან რთულია. - დიფერენცირებისას ხანდახან ერთ ჯგუფს ცალკე დავსვამ და კონკრეტულ ამოცანებს ან ხანის აკადემიის ვიდეოს ყურებას დავავალებ. სხვა ჯგუფთან კი, რომელიც უკვე დაეუფლა ამ სტანდარტს, დამატებით აქტივობაზე ვიმუშავებ. ხანის აკადემია საშუალებას გვაძლევს, პატარა ჯგუფები დამოუკიდებლად, მასწავლებლის გარეშე ვამუშაოთ რადგან ჩვენ მუდმივად ვხედავთ, ასრულებენ თუ არა ისინი დავალებას. - ერთი მოსწავლე მყავს, რომელიც ალგებრაში სამი-ოთხი კლასით წინაა. ეს ხომ საოცარია! ის ძალიან ბედნიერია და გაკვეთილზეც აქტიურობს რაც კარგია. შეიძლება, გყავდეს მოსწავლე, რომელიც ორი-სამი კლასით ჩამორჩება და მე შემიძლია, მათ საკუთარი დონის დავალებები მივცე. ისინი მას თავს გაართმევენ და წარმატებას შეიგრძნობენ, და ამგვარად მე მათ აღარ ვკარგავ. მე ხომ ზუსტად ეს მინდა. გაიგეთ მეტი: ka.khanacademy.org/resources