If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ხანის აკადემიაში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდისა და მოტივირების სტრატეგიები

აღწერა იმ გზებისა, რომელთა მეშვეობითაც მოახერხებთ მოსწავლეთა მოტივირებას, ისწავლონ და ივარჯიშონ ხანის აკადემიაზე

დასახეთ მიზნები

მოსწავლეების მოტივაცია იზრდება, როდესაც ისინი თავს საზოგადოების წევრად გრძნობენ და/ან როდესაც დიდი მიზნის მისაღწევად მუშაობენ. მოსწავლეების მოტივაციის გასაზრდელად საჭიროა, კლასის, ისევე როგორც ცალკეული მოსწავლეების, მიზნები იყოს გაზომვადი, ამბიციური და რეალისტური; მოსწავლეებს აგრეთვე ჯილდოები და სხვა ტიპის სტიმულებიც დაეხმარებათ.
კლასის მიზნების მაგალითებს შორისაა:
  • ყველა მოსწავლემ მიცემული დავალებები მასალის სრული ერთეულის ტესტამდე უნდა დაასრულოს
  • ყველა მოსწავლეს ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს 30 000+ ენერგიის ქულა
  • კლასმა ყოველთვიურად 1000+ წუთი უნდა გაატაროს ხანის აკადემიაზე
დააჯილდოვეთ მოსწავლეები პერსონალიზებული სერტიფიკატებით ან ნებისმიერი სხვა სახის წახალისებით, რომელიც მუშაობს თქვენს შემთხვევაში. მასწავლებლებს შეუძლიათ, ინდივიდუალურად შეცვალონ ჯილდოს სახელი, მოსწავლის სახელი და აღწერა ამ ამობეჭდვად სერტიფიკატებში! ზოგი მასწავლებელი პიცის ან ნაყინის წვეულებებსაც აწყობს, როცა მათი კლასი მიზანს აღწევს.

მოაწყვეთ ყოველკვირეული ან ყოველთვიური გამოწვევები, ე.წ. „ხანის ტესტები“

შეგიძლიათ, ყოველთვიური გამოწვევები თქვენი კლასის მიზნებს დაუკავშიროთ. თუკი ერთისა და იმავე კურსის რამდენიმე სექციას ასწავლით, შეგიძლიათ, იხილოთ, რომელმა კლასმა განიცადა ყველაზე დიდი პროგრესი და ჯანსაღი შეჯიბრი გამართოთ მათ შორის.
ჩვენი ერთ-ერთი ელჩისგან: „თითეული მეოთხედის ბოლოს დახელოვნების მარათონს ვმართავთ და „დახელოვნების გამოწვევების“ დასრულებისთვის ჩემს მოსწავლეებს ვაჯილდოებ. თავიდან ბილეთებს ვაკეთებდი, რომელთა პრიზებზე გადაცვლაც შეეძლოთ მოსწავლეებს (საბაზო საფეხური, VII-IX კლასები), მაგრამ ახლა უკვე სტიკერებსა და ბონუს ქულებს გავცემ (საშუალო საფეხური, X-XII კლასები). კვირის ბოლოს ვაჯილდოებ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მიიღეს დახელოვნების ყველაზე მაღალი პროცენტულობა, ყველაზე მეტი ქულა კვირის განმავლობაში და რომლებიც ყველაზე მეტად განვითარდნენ“ - სტეფანი მარი, ხანის აკადემიის ელჩი

გააკეთეთ განცხადებების დაფა, რათა აღნიშნოთ პროგრესი

შეგიძლიათ, აირჩიოთ, თუ რა აღნიშნოთ განცხადებების დაფაზე -- ეს შეიძლება იყოს დასრულებული დავალებები, ნანახი ვიდეოები, დახარჯული დრო, ნასწავლი უნარები და/ან მიღებული ბეჯები.
ამ მასწავლებელმა ჩამოტვირთა იმ მოსწავლეების სია, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მეტი ენერგიის ქულა და დახელოვნდნენ ყველაზე მეტ უნარში წინა კვირისა და მთლიანი დროის განმავლობაში. თითოეული კვირა მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი იყო, რადგან მათ შეეძლოთ, ყოველკვირეულად ეხილათ საკუთარი თავი სიაში, ყველა დროის საუკეთესოების სია კი მოტივაციას აძლევდა საუკეთესო მოსწავლეებს.
ეს მასწავლებელი განცხადებების დაფაზე აღნიშნავს მისი მოსწავლეების მიერ მიღებულ ბეჯებს.

მოუწოდეთ მოსწავლეებს, თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს

მოსწავლის მოტივირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ყველაზე რთული გზაა, დაავალოთ მათ, თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ განათლებაზე. საკუთარი პროგრესისთვის თვალყურის დევნება, მოხდება ეს საჯაროდ თუ კონფიდენციალურად და როგორც ზემოხსენებული საზომების მიხედვითაა განსაზღვრული, შესანიშნავი გზაა საიმისოდ, რომ უბიძგოთ მოსწავლეებს, ყოველთვის ბეჯითად ისწავლონ.
ჩვენი ერთ-ერთი ელჩი აღნიშნავს, რომ „მოსწავლეების მოტივირებისა და აღიარების მარტივი გზაა წრეებიანი პოსტერი, რომელზეც ბეჯების მქონე მოსწავლეების სახელები ეწერება. ჩემს მოსწავლეებს უყვართ კლასში სიარული და ჩუმი აღიარების მოპოვება, როდესაც ისინი საკუთარ სახელს წერენ მათ მიერ მიღებული ბეჯის წრეში“ - მერიემ ბრანერი, ხანის აკადემიის ელჩი

წაახალისეთ ურთიერთსწავლება

გამოიყენეთ თქვენი მწვრთნელის მონაცემები, რათა გამოარჩიოთ მოსწავლეები, რომლებსაც ესმით ცალკეული კონცეფცია. მოსწავლეები თავდაჯერებულობასა და სიამაყეს გრძნობენ, როდესაც მათ შეუძლიათ, ასწავლონ რაიმე კონცეფცია თავიანთ მეწყვილეებს, და ზოგჯერ მოსწავლეები უკეთაც კი სწავლობენ, როდესაც მათ მათი თანატოლი კლასელი უხსნის ამა თუ იმ თემას! აგრეთვე შეგიძლიათ, შექმნათ დაფა იმ მოსწავლეებისა, რომლებსაც სჭირდებათ ან შეუძლიათ ცალკეული კონცეფციების სწავლება.

ხაზი გაუსვით ზრდის მენტალიტეტის მნიშვნელობას

ზრდის მენტალიტეტის მქონე მოსწავლეები უფრო წარმატებულები არიან ხოლმე, ვიდრე ფიქსირებული აზროვნების ყაიდის მქონენი. ამ კონცეფციის თქვენი მოსწავლეებისთვის სწავლებას შეუძლია, რომ ისინი უფრო პოზიტიური, შეუპოვარი და წარმატებული გახადოს. ზრდის მენტალიტეტის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ხანის აკადემიის გამოყენება რამდენიმე გზით შეგიძლიათ, მათ შორის:
  • გამოიყენოთ ზრდის მენტალიტეტის გაკვეთილების გეგმა. ჩვენ ვითანამშრომლეთ PERTS-თან, სტენფორდის კვლევით ცენტრთან, რომელიც აკადემიური აზროვნების ყაიდებს იკვლევდა, რათა შეგვექმნა ზრდის მენტალიტეტის გაკვეთილების გეგმა. იგი მოიცავს აქტივობებს, ვიდეოებს და დამხმარე რესურსების ბმულებს. არ მოგერიდოთ ამ აქტივობების ადაპტირება და შეცვლა, რათა ისინი თქვენი მოსწავლეების საჭიროებებს მოარგოთ. ჩამოტვირთეთ ზრდის მენტალიტეტის გაკვეთილების გეგმა აქ.
  • უყურეთ ხანის აკადემიის ამ ვიდეოს თქვენს მოსწავლეებთან ერთად, რათა აჩვენოთ მათ ის მეცნიერება, რომელიც საფუძვლად უდევს ზრდის მენტალიტეტას.
  • დაავალეთ თქვენს კლასებს ზრდის მენტალიტეტის ყოველკვირეული აქტივობები, რომელთა პოვნაც შეგიძლიათ აქ: khanacademy.org/partner-content.
  • გაუზიარეთ მოსწავლეებს თქვენი პირადი გამოცდილება იმისა, რომ თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად შეუპოვრად გააგრძელეთ წარმატებისკენ სწრაფვა.

დაანახეთ მოსწავლეებს, რომ „ყველა ადამიანი სწავლობს“

ზოგიერთი მასწავლებელი რეგულარულად აჩვენებს მოსწავლეებს საკუთარ პროგრესს ხანის აკადემიაზე. ერთ-ერთმა მასწავლებელმა იმაშიც კი გამოიწვია მოსწავლეები, რომ მათ მის ენერგიის ქულებზე მეტი დაეგროვებინათ წლის განმავლობაში. ვინც ამას მოახერხებდა, ჯილდოს მიიღებდა.

განაგრძეთ სვლა, განაგრძეთ ზრდა

ვიცით, რომ იცით, რომ მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფის იმდენივე გზა არსებობს, რამდენიც – თვითონ მოსწავლე. იმედი გვაქვს, რომ ეს იდეები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს შთაგაგონებენ, გააგრძელოთ ერთად სწავლა და ზრდა. თუკი რაიმე სხვა იდეები გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ხანის აკადემიის გამოყენება თქვენი კლასის ჩართულობის გასაზრდელად, არ დააყოვნოთ და გაგვიზიარეთ ისინი კლასის რჩევების ფორუმზე გამოქვეყნებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.