If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რჩევები ახალი მომხმარებლებისთვის

მიიღეთ რჩევები მოსწავლეებთან ხანის აკადემიის გამოყენებაზე.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

რჩევები ახალ მომხმარებლებს ხანის აკადემია ძალიან ადვილია. ანგარიშის გახსნაც მარტივია და ყველაფერი უფასოა რასაც დღემდე ვერ ვიჯერებ. დაიწყეთ მარტივი, პატარა მიზნებით ხანის აკადემიაში თუ დამწყები ხართ ჯობია, აირჩიოთ ერთი თემა, ან კვირაში ერთი თემა, რომელსაც იპოვით და სცადეთ, მოსწავლეს მისცეთ ერთი დავალება ან ვიდეო, და ნახეთ, რა მოხდება. გაოცდებით, იმდენად მარტივია აკადემიაზე მოსწავლეების დაჯგუფება რომ მიიღოთ მეტი უკუკავშირი, თვალი ადევნოთ მოსწავლეების პროგრესს. - გამოიყენეთ ხანის აკადემია როგორც მოსწავლე ხანის აკადემიაზე რომ დავრეგისტრირდი, თავადაც მოსწავლე ვიყავი. მათემატიკის სასწავლო საკითხების სია ნამდვილად არ მქონდა. უბრალოდ ვუყურებდი, როგორ იხსნებოდა სავარჯიშოები. მომწონდა ამის ყურება, შემდეგ კი თავადაც ამოვხსნიდი ამ სავარჯიშოებს და ვნახავდი საკუთარ დონეს. ხანდახან შეცდომებს ვუშვებდი. საიტის გაცნობა თამაშად აქციეთ. - ხანზე წელს მუშაობისთვის მოსწავლეებს დავავალე, საიტზე ეძრომიალათ. ერთი საათი დაძვრებოდნენ და ნახულობდნენ სხვადასხვა გვერდებს, მინდოდა, ენთუზიაზმი გამეღვივებინა, და მათი რეაქცია მენახა. ვუყურებდი, რა რეაქცია ჰქონდათ ხანის მაგარ ხელსაწყოებზე და აღმოჩენებზე, რომელსაც თავად აკეთებდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. გამოსცადეთ ძებნის ფუნქცია - ხანის აკადემიაზე რესურსების საპოვნელად თავიდან საძიებო ველს ვიყენებ. მისი გამოყენება მარტივია. ნებისმიერ თემას ჩაწერ და გაჩვენებს ამ თემასთან დაკავშირებულ მასალას. ახლა სამგანზომილებიან ფიგურებს გავდივართ და შემიძლია, ჩავწერო სამი განზომილება და ხანი შემომთავაზებს შესაფერის მასალას. შემიძლია, უფრო კონკრეტული რამ ჩავწერო მაგალითად, პითაგორას თეორემა. და პირდაპირ ამომიგდებს. სცადეთ ხანის აკადემიის გამოყენების სხვადასხა გზა. - მასალა მარტივ თემებადაა დანაწილებული. შეგიძლია, რამდენიმე წუთი ვიდეოს უყურო, შეხედო სტატიას, გააკეთო ტესტი და გაიგო, შესაფერისია თუ არა ეს მასალა შენი მოსწავლეებისთვის. შემდეგ გადაწყვეტ, როგორ გამოიყენო ის. გინდა, საშინაო დავალებად გამოიყენო? იქნებ, ჯობია, მოსწავლეები კლასში გაავარჯიშო? იქნებ, ვიდეოს დახმარებით გაკვეთილი უკეთ ახსნა ან გაიხსენო მასალა მომავლისთვის. აქ უამრავი შესაძლებლობაა და ამ მასალის გამოყენებაც მრავალნაირად შეიძლება. ვფიქრობ, მასწავლებელი რომ დაინახავს, რამდენად მარტივია ეს ყველაფერი, აუცილებლად მოინდომებს მისი ცდა. სცადეთ ხანის აკადემიის გამოყენება ყოვედღიური გავარჯიშებისთვის - თავიდან ხანს იმ მოსწავლეებისთვის ვიყენებდი, ვინც სკოლას აცდენდა. ან რომელთაც ამ მასალის სხვა ფორმით მიღება სჭირდებოდათ. რადგან მე მაშინ საკმაოდ ტრადიციული გზით ვასწავლიდი. მაგრამ მალევე გავიაზრე რომ ამის გამოყენება მრავალნაირად შემეძლო. ეს დამეხმარებოდა ყოველდღიურ ვარჯიშშიც კი. მთავარი ისაა, რომ ხანის აკადემიას არ აქვს მხოლოდ ერთი ფუნქცია. მან ჩაანაცვლა სხვა აქტივობები უკეთესი აქტივობებით. ისწავლეთ მოსწავლეებთან ერთად - რომ მიეჩვევი, შეძლებ, ხანის აკადემია კლასს მოარგო. მაგალითად, აირჩიო სავარჯიშოები, ეკრანზე გაუშვა და ერთად იმუშაოთ. ასწავლო ბავშვებს მინიშნების გამოყენება ან ვიდეოს გამოყენება, და ბოლოს თავადაც ისწავლი, როგორ გამოიყენო ხანის აკადემია ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე. გაიგეთ მეტი: ka.khanacademy.org/resources