If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

პირველი ნაბიჯები ხანის აკადემიაზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხანის აკადემიაში! გვიხარია, რომ შემოუერთდით მილიონობით მოსწავლეს მთელი მსოფლიოდან.
ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ გამოიყენოთ ხანის აკადემია საშინაო დავალებისთვის, საკითხების გამეორებისთვის და ახალი ცოდნის მისაღებად. წარმატებას გისურვებთ!

1. აირჩიეთ თქვენი საგნები

ხანის აკადემიას ათასობით სტატია, სავარჯიშო და ვიდეო აქვს სხვადასხვა საგანში. საიტის ზედა მარცხენა კუთხეში დააწკაპუნეთ „კურსების“ ღილაკზე და იპოვეთ სასურველი საკითხი.

2. აირჩიეთ კონკრეტული თემა

მას შემდეგ, რაც აირჩევთ კურსს თუ კლასს, აირჩიეთ თემა, რომლის გამეორება ან სწავლაც გსურთ. შეარჩიეთ მთავარი თემა - მარცხნივ - ან კონკრეტული გაკვეთილი - მარჯვნივ - რომ იპოვოთ საჭირო ვიდეოები, სტატიები და სავარჯიშოები.

3. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

თემის არჩევისას შეგიძლიათ, მოკლე ტესტი გაიაროთ, რომ დაადგინოთ, რა საკითხებში გჭირდებათ დახმარება. შეგიძლიათ, ასევე, პირდაპირ დაიწყოთ სწავლა პირველივე სავარჯიშოებით.

4. ისწავლეთ ან გაიმეორეთ მთავარი კონცეფციები

უყურეთ ვიდეოებს ან წაიკითხეთ სტატიები, რომ ისწავლოთ ან გაიმეოროთ მთავარი კონცეფციები. ვიდეოები ქართულ ენაზეა, ზოგ მათგანს კი ტიტრებიც ახლავს. შეგიძლიათ, ააჩქაროთ, შეანელოთ ან გადაახვიოთ ვიდეო.

5. ივარჯიშეთ სავარჯიშოებით, შუალედური ტესტებითა და თემის ტესტებით

კონცეფციებს რომ დაეუფლებით, შეამოწმეთ საკუთარი ცოდნა! თემებში სავარჯიშოები და ტესტებია, რომლებიც საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და პროგრესის შეფასების საშუალებას მოგცემთ.

6. გამოიმუშავეთ ჩვევა

საკუთარ თავს დაუწესეტ განრიგი და ისწავლეთ მინიმუმ კვირაში რამდენიმე საათი. ამგვარად, გაიზრდება იმის შანსი, რომ ნასწავლი დაგამახსოვრდებათ.

7. გახსოვდეთ: სწავლას დრო სჭირდება!

და ბოლოს, იქონიეთ მოთმინება. ვიცით, რომ სწავლისას ბევრი სტრესი და იმედგაცრუება შეგხვდებათ. ხანდახან რაღაცას მარტივად ვერ გაიგებთ - არა უსავს! თქვენი გონება კუნთივითაა - რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ, მით უფრო გაიზრდება. გვჯერა, რომ თქვენ ნებისმიერი რამის სწავლა შეგიძლიათ.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.