If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თქვენი ბავშვის წახალისება

7 რჩევა, თუ როგორ დაეხმაროთ თქვენს ბავშვს წარმატების მიღწევაში ხანის აკადემიასთან ერთად

მშობლებს და მენტორებს საკმაოდ დიდი როლი აკისრიათ დაეხმარონ თავიანთ ბავშვებს სწავლაში ხანის აკადემიაზე. სწორედ ამიტომ, ქვევით ნახავთ 7 კარგ რჩევას იმისთვის, თუ როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილს წარმატების მიღწევაში:

1. თვალყური ადევნეთ თქვენი ბავშვის პროგრესს

გამოიყენეთ თქვენი „coach report"-ი და ელექტრონული ფოსტა, რათა გაიგო თუ რა დროს ატარებს თქვენი ბავშვი ხანის აკადემიაზე, რაში ვარჯიშობს და რა უჭირს.

2. იზეიმე წარმატებები და ისწავლე გამოწვევებიდან

მიულოცეთ თქვენს ბავშვს, როდესაც მიიღებს ბეიჯებს ან დაეუფლება რაიმე უნარს. წარუმატებლობის შემთხვევაში, შეახსენეთ ბავშვს, რომ ნახოს მითითებები ან უყუროს დამხმარე ვიდეოს.

3. დაისახეთ მიზნები და ჩამოაყალიბეთ მათი მისაღწევი საფეხურები

შეიმუშავეთ თქვენს ბავშვთან ერთად გრძელვადიანი მიზნები, რომლებიც დაყოფილი იქნება პატარ-პატარა საფეხურებად, რომლებსაც ისინი ყოველ დღე, ყოველ კვირა, ან ყოველ თვე დაძლევენ. პატარა საფეხურები უზრუნველყოფენ ბალანსს, ამცირებენ მღელვარებას და ამოტივირებენ მოსწავლეებს, რომ მიაღწიონ დიდ მიზნებს.
როდესაც ამ მიზნებს დაისახავთ, შეამოწმეთ ისინი რეგულარულად. ერთ-ერთი კარგი არჩევანია მოსწავლეებისთვის, რომ იქონიონ დღიური თავისი მიზნის საფეხურებით და მონახაზებით. დამიჯერეთ, არაფერი არ ჯობია სიიდან მიღწეული მიზნების ამოშლას!

4. დააჯილდოვეთ თქვენი ბავშვები მიზნების მიღწევისთვის

ჯილდო კი ბევრნაირი შეიძლება იყოს. ქვემოთ რამდენიმე მაგალითია მოცემული იმის, თუ რითი დაუჯილდოვებიათ თავიანთი ბავშვები მშობლებს:
  • აარჩიონ შემდეგი თემა სასწავლად
  • სახლის საქმეებისგან გათავისუფლდნენ ერთი კვირით
  • შექმნან რაიმე თამაში ან ხელოვნების ნიმუში ხანის აკადემის კომპიუტერული პროგრამირების პლატფორმის მეშვეობით
  • დაიძინონ 15 წუთით გვიან
  • წავიდნენ პარკში

5. აჩვენეთ მაგალითი

ისწავლეთ რაღაც ახალი, ის რაც სკოლაში არ გისწავლიათ და რისი განხილვაც გინდათ, რათა აჩვენოთ ბავშვს რომ სწავლა უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. უფრო კარგი იქნება, აირჩიოთ რაიმე თემა, რასაც თქვენ შვილთან ერთად ისწავლით, მაგალითად პროგრამირება. ორივე გზით თქვენ წააქეზებთ პოზიტიურ სწავლით უნარებს, მაგალითად ჩანაწერების გაკეთებას ან ვიდეოების აქტიურ მოსმენას.

6.ჩართეთ თქვენი ბავშვის მასწავლებლები

აუხსენით, თუ როგორ იყენებთ ხანის აკადემიას. Encourage the teacher to get involved by creating an account so that your child can add them as a coach.

7. გახადეთ ხანის აკადემია ოჯახური აქტივობა

შეეჯიბრეთ თქვენ შვილს, თუ ვინ უფრო მეტ „ენერგიის ქულებს" გამოიმუშავებს, ან წაახხალისეთ თქვენი ბავშვები, რომ შეეჯიბრონ ერთანეთს.
უყურეთ რაიმე ვიდეოს ოჯახთან ერთად და განიხილეთ სადილის დროს. Feel free to explore all the topics in the "Subjects" menu, from art history to partner content from prominent museums and organizations like NASA!
ერთმა მშობელმა კი მოგვწერა ჩვენ ეს წერილი, ძილის წინ წასაკითხი ზღაპრების ხანის აკადემიით ჩანაცვლების შესახებ!
მამაჩემი - ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი მე და ჩემს და-ძმას გვაძლევდა მათემატიკურ ამოცანებს ძილის წინ საკითხავი ზღაპრების სანაცვლოდ. ეს ძალიან სამახსოვრო მოგენებად დამრჩა ბავშვობიდან. და როგორც ორი შვილის მამა, იმედი მაქვს რომ ჩავუნერგავ შვილებს იმ სწავლის ჟინს რომელიც მამაჩემმა ჩამინერგა მე. მე ვუყურე თქვენ ვიდეოს მარტივი მიმატების შესახებ ჩემ ქალიშვილ ლილისთან ერთად, რომელიც 3 წლის არის. ეს წმინდა მოგონდებად დარჩა ჩვენში. მე უბრალოდ მადლობელი ვარ იმ გავლენისთვის რაც ჩვენი, სხვა ბავშვების და მთელი მსოფლიოს ხალხის ცხოვრებაზე მოახდინეთ. მე გისურვებთ ამ დიდი წარმატების გაგრძელებას და მოუთმენლად ველი სიახლეებს ხანის აკადემიაზე.
პ.ს მეორე ასაკობრივ სპექტრში, მყავს 92 წლის ბებია, რომელიც უყურებს ხანის აკადემიის ვიდეოებს რასაც Facebook-ზე ვაზიარებ ყოველ დღე. მთელი ოჯახი მოიცვა ხანის აკადემიამ!
  • ენდრიუ ო., მამა პორტლენდიდან

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.