If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

არასაჯარო რესურსების ზონა

კურსი: არასაჯარო რესურსების ზონა > თემა 2

გაკვეთილი 1: ProcessingJS დოკუმენტაცია

PVector(x, y)

ორგანზომილებიანი ვექტორის აღსაწერი ობიექტი. ეს მონაცემთა ტიპი ინახავს ორ ცვლადს, რომლებიც, ზოგადად, გამოიყენება ადგილმდებარეობად, სიჩქარედ და/ან აჩქარებად. ტექნიკურად, ადგილმდებარეობა არის წერტილი და სიჩქარე და აჩქარება არის ვექტორები, მაგრამ ეს ხშირად გამარტივებულია სამივეს ვექტორებად წარმოსადგენად.
მაგალითად, თუ განიხილავთ მართკუთხედს, რომელიც ეკრანზე მოძრაობს, ყოველ მომენტში მას გააჩნია ადგილმდებარეობა (ობიექტის ადგილმდებარეობა, წარმოდგენილი წერტილად.), სიჩქარე (სიჩქარე, რომლითაც ობიექტის ადგილმდებარეობა იცვლება დროის ერთეულში, წარმოდგენილი ვექტორად) და აჩქარება (სიჩქარე, რომლითაც ობიექტის სიჩქარე იცვლება დროის ერთეულში, წარმოდგენილი ვექტორად).
ვინაიდან ვექტორები წარმოადგენენ მნიშვნელობათა ჯგუფებს, მათი ტრადიციული გაგებით მიმატება/გამრავლება/ა. შ. არ შეგვიძლია. ამის ნაცვლად, დაგვჭირდება ვექტორული მათემატიკა, რომელიც გამარტივებულია PVector ობიექტზე არსებული მეთოდების მიერ.
კონსტრუქტორი პარამეტრები:
სახელიაღწერა
xx კომპონენტი
yy კომპონენტი
თვისებები:
სახელიაღწერა
xx კომპონენტი
yy კომპონენტი

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.